ორი ქართული ლელო 15 წუთში + ვიდეო

რაგბის ქართველი ლეგიონერები

ბორჯღალოსანმა ოთარ გიორგაძემ პრო დე2-ის 26-ე ტურში ორი ლელო გაიტანა. ‘ბრივმა’ ‘მონ-დე-მარსანი’ 29:27 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში ოთიას გარდა წვლილი კიდევ სამ ბორჯღალოსანს მიუძღვის.


 

 

23 წლის გიორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლელოების გასატანად სულ 15 წუთი დაჭირდა. მან ორი ერთნაირი ლელო გაიტანა: 9 ნომრისგან გადაცემა მაღალ სიჩქარეზე მიიღო და ხაზი სუფთად გაჭრა - პირველ ჯერზე მარცხენა და მეორე ჯერზე მარჯვენა ფრთაზე. გიორგაძემ მოედანზე 59 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონში მან პრო დე2-ის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 ლელო გაიტანა.