კონორი ხაბიბს არ ეშვება

მაკგრეგორი ოქტაგონის შემდეგ, ბრძოლას Twitter-ში აგრძელებს

 

 

კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის დაპირისპირება გრძელდება. ირლანდიელმა სპორტსმენმა კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, თუმცა რუსთან ბრძოლა კვლავაც არ შეუწყვეტია.

 

ოთხშაბათს დილით, კონორმა Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ხაბიბის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„შენი მეუღლე აბაზანის პირსახოცია“.-დაწერა მაკგრეგორმა და თან ხაბიბის ქორწილის ფოტო დაურთო.  

 

 

UFC-ის ვეტერანი ვარსკვლავის ამ გადაწყვეტილებას Twitter-ის მომხმარებლების არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მაკგრეგორი რასიზმსა და ისლამოფობიაში დაადანაშაულეს, რის მერეც 30 წლის სპორტსმენმა პოსტი წაშალა.

 

საინტერესოა, რომ მაკგრეგორი წინა კვირაში ჯიმი ფალონის „ღამის შოუს“ სტუმრობდა, სადაც თქვა, რომ მეტოქეს არჩევდა და ოქტაგონს მალე დაუბრუნდებოდა. რამდენიმე საათში,  კონორმა Twitter-ის საშუალებით გვამცნო, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნებიდან წავიდა.

 

 

შეგახსენებთ, კონორი და ხაბიბი ერთმანეთს შარშან ოქტომბერში დაუპირისპირდნენ. ოთხ რაუნდში გამარჯვება რუსმა მებრძოლმა შეძლო. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ხაბიბი გალიიდან გადახტა, მეტოქის სამწვრთნელო შტაბს თავს დაესხა, რაც ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოდ, ორივე სპორტსმენს მსუყე ფულადი ჯარიმა და რამდენიმეთვიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.