ვალენსიამ რეალს 2:1 სძლია. 22 იანვრიდან მოყოლებული, ღამურებმა წაგება არ იციან.
ამ ხნის განმავლობაში კი 17 მატჩი ჩაატარეს, 10 მოიგეს და 7 ფრედ დაასრულეს. ეს საკლუბო რეკორდია.
აქამდე ვალენსიელებს ზედიზედ 16 წაუგებელი თამაში ჩატარებული ჰქონდათ 1941/1942 წლების სეზონში, როცა ესპანეთის ჩემპიონობაც მოიპოვეს.
მოკლედ, თან რეკორდი და თან, ვისთან მოგება: მადრიდის რეალთან. წინა ტურში მარსელინოს გაწვრთნილებმა სევილიას გასვლაზე 1:0 აჯობეს, ახლა რეალიც უქულოდ დატოვეს, ევროპა ლიგის მეოთხედფინალშიც არიან და პლუს, ესპანეთის თასის ფინალში გავიდნენ, სადაც ბარსელონას შეხვდებიან. მძიმედ დაწყებული სეზონის მერე, ღამურები ფერზე მოვიდნენ და ხუმრობა–ხუმრობაში მშვენიერი სეზონი გამოსდით.