საქართველო – რეიტინგში ცოტა უკუსვლა

გამოქვეყნდა ფიფას ახალი რეიტინგი. საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით დაქვეითდა და 94–ე პოზიციაზეა. 

წინა თვეში ხომ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ორი მატჩი მოიგო: შვეიცარიასთან 0:2 და ირლანდიასთან 0:1.

 

ევროპაში 94–ე, უშუალოდ ევროპაში კი 41–ე ადგილზეა საქართველო. წინა რეიტინგში მე–40 იყო და ისრაელმა გაუსწრო.

 

ცხრილის კენწეროში კვლავაც ბელგიაა, რომელიც სამი სარეიტინგო ქულით უსწრებს მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს.  

 

ათეული ასეთია: 1. ბელგია – 1737, 2. საფრანგეთი – 1734, 3. ბრაზილია – 1676, 4. ინგლისი – 1647, 5. ხორვატია – 1621, 6. ურუგვაი – 1613, 7. პორტუგალია – 1607, 8. შვეიცარია – 1604, 9. ესპანეთი – 1601, 10. დანია – 1586.

 

რაც შეეხებათ სხვა მსოფლიო ჩემპიონებს, არგენტინა მე –11, გერმანია მე–13, ხოლო იტალია მე–17 ადგილზეა.

 

საქართველო შესარჩევის მომდევნო მატჩს 7 ივნისს ჩაატარებს თბილისში, 195–ე ადგილზე მყოფ გიბრალტარს უმასპინძლებს. 10 ივნისს კი დანიაში ელის გასვლა. დანია რეიტინგის ათეულშია.

 

ფიფას სულ 211 წევრი ჰყავს. ბოლო, 211–ე ადგილზე სან–მარინოა.