ალი ქალებში

ტოტენჰემის ფორვარდს ვერ აოკებენ...

ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი, დელე ალი, ერთობ მექალთანე ჯეელი ყოფილა. თანაც, ხშირად ეხვევა სკანდალებში. 

შარშან იყო, ინტიმური ვიდეო რომ აუტვირთეს  ცნობილ მოდელთან ერთად. ატყდა ერთი ამბავი, ფეხბურთელი ამტკიცებდა, არ ვარ მე ეგ კაცი, ვიდეოზე რომ ჩანსო. მერე საქმეში იურისტებიც ჩართვნენ და ვითარება განმუხტეს.

 

გუშინ კი ალი მორიგ დავიდარაბაში გაება. მან შინ რეალითი შოუს - სიყვრულის კუნძული ვარსკვლავი ზარა მაკდერმოტი მიიწვია და აუზში კარგა ხანს „იცელქეს“. ეს ამბავი გოგონას შეყვარებულმა ადამ კოლარდმა შეიტყო, აღშფოთებულ-გამწარებულმა სოციალურ ქსელში ქალს სულ ბოზი, ბოზი ეძახა და ზედ, საზიზღარო, დამპალოო, დაამატა. თუმცა, ისინი ბოლო დროს უკვე დაშორებული იყვნენ და გოგონაც ვერ მიმხვდარა ყოფილის ასეთი რეაქციას.

ზარა თავის დროზე, ალის ტოტენჰემელ თანაგუნდელ ჰარი ვინკსთანაც მეგობრობდა. ალიც რამდენიმე წლის წინათ მასთან გაუცნია.

 

ალის იმავე ღამეს „სიყვრულის კუნძულის“ მეორე ვარსკვლავთან, მეგან ბარტონ-ჰენსონთანაც გაუცვლია ტელეფონის ნომრები.

ახლა ბრიტანული ტაბლოიდები იმის გარკვევას ცდილობენ, როგორ დამთავრდება ეს ამბავი...