ბურთზე მაღლა - სეზონის ფინტი ოდეგორისგან

მარტინ ოდეგორი პირველად 2014 წელს გამოჩნდა, როცა ნორვეგიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა რომელმაც გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ტალანტი რეალის მესვეურების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა. ბლანკოსმა ოდეგორი უმალ გადაიბირა და მასზე დიდი იმედებიც დამყარდა.

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა მარტინს რეალში სათამაშო დრო არ ეძლეოდა. იგი ჯერ ჰერერენვენში გაანათხოვრეს და უკან დაბრუნდა, დღეს  კი იჯარის წესით ვიტესში თამაშობს. სათქმელია, რომ ოდეგორი ლეონიდ სლუცკის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია. მიმდინარე სეზონში მან 29 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

 

 

20 წლის შემტევმა მისი ნიჭი სამშაბათს ალკმაართან მატჩში კიდევ ერთხელ დაგვანახა. მეტოქეს ულამაზესი ფინტით გასცდა. აღნიშნული ეპიზოდი შეგიძლიათ თავად შეაფასოთ.

 

 

რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა ესპანურ მედიასთან ზინედინ ზიდანის რეალში დაბრუნების შესახებაც ისაუბრა.

 

„არ მეგონა ზიზუ თუ კვლავ სამეფო გუნდში იმუშავებდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ბრწყინვალე სპეციალისტია და ბლანკოსისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის დიდი მწვრთნელია, რომელსაც შეუძლია რეალი კიდევ უფრო დიდ გუნდად აქციოს.“-განაცხადა ოდეგორმა.

 

როგორც უკვე მოგახსენეთ ფეხბურთელი ახლა ვიტესისთვის ირჯება და ჯერ-ჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება მადრიდის რეალს. ოდეგორი სანაკრებო დონეზეც კარგად გამოიყურება. აქვე შეგვიძლია შემოგთავაზოთ თუ როგორ მოატყუა ესპანეთთან შეხვედრისას სერხიო ბუსკეტსი.

 

 

როგორ ფიქრობთ, იმსახურებს ოდეგორი რეალში დაბრუნებას და რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას?