ქართველის გოლი ბელარუსში საუკეთესოა (+video)

ბელარუსის ჩემპიონატში პირველი ტური გაიმართა და საუკეთესო გოლად ქართველის გატანილი აღიარეს: ეს ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის საიტის ვერსიით.

საუბარია ნემანის მცველ გიორგი ქანთარიაზე.  მან გომელთან 3:2 მოგებულ შეხვედრაში ლამაზი ბურთი მიითვალა. ქანთარია 1997 წელს გახლავთ დაბადებული, საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშევი.

 

 

ბელარუსშივე, მინსკი–ვიტებსკის შეხვედრაში (0:0) საუკეთესო ფეხბურთელად აკაკი ხუბუტია დაასახელეს. ეს ვიტებსკის შემადგენლობაში. კლუბის საიტზე გულშემატკივართა 35 პროცენტმა მისცა ხმა ხუბუტიას.

 

შეგახსენებთ, აკაკი წლეულს რუსთავიდან გადავიდა ვიტებსკში.