ერიქსენმა ბექჰემს გადაასწრო 

დანიელი პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა 

ლონდონის ტოტენჰემმა ახალ საშინაო არენაზე პირველი მატჩი ჩაატარა და კრისტალ პალასი - 2:0 დაამარცხა.

 

პრემიერლიგის 31-ე ტურში მოგებულ ამ მატჩში ერთი გოლი კრისტიან ერიქსენმა გაიტანა და თანაგუნდელ სონსაც გაატანინა.

 

დანიელმა შემტევმა ნახევარმცველმა პრემიერლიგაში უკვე 63-ე საგოლე გადაცემა მიითვალა. ერიქსენისთვის ეს პრემიერლიგაში მე-200 მატჩი იყო. საწყის ორას შეხვედრაში მოგროვებული საგოლე პასების რაოდენობით ერიქსენმა ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს ლონდონის არსენალისა და ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი იკავებს (66), მესამეზე კი ლეგენდარული დევიდ ბექჰემია (62).

 

27 წლის ფეხბურთელი დეზებმა 2013 წელს აიაქსიდან დაიმატეს. მას მერე, დანიის ნაკრების კაპიტანმა ტოტენჰემისთვის ჩატარებულ 266 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა და 83 საგოლე გადაცემაც გააკეთა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.