დემბელეს დარჩენა უნდა

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ფრანგ ვარსკვლავს ბლაუგრანაში დარჩენა სურს

უსმან დემბელეს ბარსელონას დატოვება არ უნდა. როგორც Mundo Deportivo იუწყება, მიუხედავად ყველაფრისა, ფრანგ შემტევს კვლავ ბლაუგრანაში თამაში სურს. მოგეხსენებათ დემბელეს რთული დრო უდგას. იგი სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა მას დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რაც გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების მიზეზია.

 

დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში, დორტმუნდის ბორუსიადან 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ ხნის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონმა ესპანელთა რიგებში, 40 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს არაერთი გრანდი იჩენს. დემბელეს საკუთარ გუნდში ხილვა არსენალის, ლივერპულისა და ჩელსის მესვეურებს სურთ.