სერენაზე ფილმი ემის სამ ნომინაციაში წარადგინეს

HBO უილიამსზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

ამერიკული ტელევიზია HBO მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნის სერენა უილიამსის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ამერიკელი ქალი ჩოგბურთელის კარიერისა და ცხოვრების შესახებ გადაღებული სერიალი, ცნობილი ჯილდოს „ემის“ სამ ნომინაციაში წარადგინეს.

 

სატელევიზიო აკადემიის მე-40 დაჯილდოებაზე, „იყავი სერენა“ საუკეთესო სპორტული ფილმის, მუსიკისა და ოპერატორული ნამუშევრის ნომინაციაში წარადგინეს.

 

დოკუმენტური ფილმი ხუთ სერიას აერთიანებს, სადაც სპორტსმენის კარიერისა და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალებია ნაჩვენები. ფილმში ასახულია სერენას ქორწინების ცერემონიალი, ორსულობის პერიოდი და დედობის პარალელურად კორტზე დაბრუნების სირთულეები.

 

ფილმის პრემიერა 2 მაისს იგეგმება. შემქმნელები დარწმუნებულები არიან, რომ მაყურებლები სერენას შეფასებას სხვადასხვა მხრიდან შეძლებენ. ფილმში უილიამსი როგორც ჩოგბურთელი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, მსოფლიო ტექნოლოგიებისა და მოდის ინვესტორი და ჯანსაღი ცხოვრების აგიტატორია ,წარმოჩენილი.

 

„სპორტული ემის“ მე-40 დაჯილდოება, 20 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.