ჩოგბურთმა წესები შეცვალა

საერთაშორისო ფედერაციამ ცვლილებებს მიმართა

ჩოგბურთი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა. იყო დრო, ოლიმპიადებში მონაწილეობისგან წამყვანი მოთამაშეები თავს იკავებდნენ, რადგან იქ საპრიზო ფონდი არ მოქმედებს და არც რეიტინგში გემატება ქულები, მაგრამ ახლა რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ტოპ ჩოგბურთელები არათუ თაკილობენ, არამედ მათთვის საამაყოა ოლიმპიურ ასპარეზზე წარმატების მიღწევა.

 

დარწმუნებული ვართ არც ტოკიოს 2020 წლის თამაშები იქნება გამონაკლისი და იაპონიის დედაქალაქში არაერთი ტოპ მოთამაშე მოიყრის თავს. ამასობაში კი ჩოგბურთის ოლიმპიური ტურნირის წესებში ცვლილებები შევიდა, რომელიც სწორედ ტოკიოში ამოქმედდება. კერძოდ, ვაჟთა შორის ტურნირის ფინალი არა ხუთი სეტისგან როგორც აქამდე იყო, არამედ 3 პარტიისგან იქნება შემდგარი. 

 

ასევე ცვლილებებია წყვილთა თანრიგის ფინალის ფორმატშიც. გაუქმდება მესამე სეტი და გამარჯვებული სუპერტაიბრეიქის მეშვეობით გამოვლინდება, რომელიც 10 ქულის მოგებამდე გაგრძელდება. იგივე წესი იმოქმედებს შერეულ წყვილებშიც. ამ ინფორმაციას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.