ავტობუსის მძღოლში 5 მილიონი ევროს გადაიხდიან...

მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა შტეფან ეფენბერგმა დღევანდელი სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. 

მან განაცხადა, რომ კლუბები ზედმეტად დიდ თანხას იხდიან ფეხბურთელებში. ლუკას ერნანდესის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ატლეტიკოდან ბაიერნში 80 მილიონ ევროდ გადავიდა.

 

"ასეთ ფასებს რომ ვუყურებ, ჭკუაზე ვიშლები. ბოლოს და ბოლოს, ერნანდესი მცველია. 80 მილიონად ძლიერ შემტევ ფეხბურთელსაც იყიდი. თუ არაფერი შეიცვალა, მალე კლუბები ავტობუსის მძღოლებში 5 მილიონ ევროს გადაიხდიან" - უთხრა ეფენბერგმა T-online-ს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.