გენტის მწვრთნელი: ჩაკვეტაძე სიაშია

6 აპრილს გენკი-გენტი გაიმართება და სტუმართა მწვრთნელმა იეს თორუპმა დააანონსა:  განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძეც იქნება.

"ჩაკვეტაძე სრულ მზადყოფნაშია და დისკომფორტს აღარ განიცდის. ამიტომაც, გენკთან თამაშისთვის ისიც ჩემს სიაში იქნება" - აქვეყნებს თორუპის ნათქვამს ბელგიური Voetbal Primeur.    

 

ორ თვეზე მეტია, რაც გიორგის არ უთამაშია. რა თქმა უნდა, ძალიან დააკლდა საქართველოს ნაკრებს. ეს აშკარად ჩანდა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებში. იმედია, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.  

 

გენტი ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში შევიდა, მაგრამ ბოლო ადგილზეა. სეზონის თააში კი გუნდს 1 მაისს ექნება: თასის ფინალი მეხელენთან.