პროგნოზი: ბაიერნი-დორტმუნდი

პროგნოზი: ბაიერნი-დორტმუნდი

პროგნოზი: ბაიერნი-დორტმუნდი

დრო: 6 აპრილი, შაბათი, 20:30 საათი

მსაჯი: მანუელ გრაფე (გერმანია, 45)

სტადიონი: ალიანს არენა (მიუნხენი)

 

სატურნირო მდგომარეობა

დერ კლასიკერი გარდა მუდმივი პრინციპული მნიშვნელობისა, უდიდეს სატურნირო დატვირთვასაც ატარებს. ფაქტობრივად ეს შეხვედრა გამოავლენს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულს. ამ მომენტისთვის, გათამაშებას დორტმუნდის ბორუსია ლიდერობს, რომელსაც 63 ქულა აქვს. ლუსიენ ფავრის გაწვრთნილი გუნდი საუკეთესო შეტევით პოტენციალს ფლობს და 30 გაშვებულის წილ, 66 გატანილი გოლი აქვს. რაც შეეხებათ ბავარიელებს, მათ მეტოქეზე 2 ქულით ნაკლები აქვთ და შესაბამისად მეორე პოზიციას იკავებენ. შედეგად, მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებთ.

 

ჩემპიონთა ლიგიდან ორივე გუნდი გამოვარდნილია, მათ მთავარი აქცენტი გერმანიის ჩემპიონატზე აქვთ და წინა სეზონებისგან განსხვავებით, თითოეული ქულის დაცვა სჭირდებათ. 

 

სათამაშო ფორმა

 

ამ სეზონში ბაიერნი საკუთარ თავს არ ჰგავს. რთული წარმოსადგენია, თუმცა რეკორდმაისტერის მთავარ საბრძოლო მოედნად მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგა დარჩა.

 

ყველა ტურნირის ჯამში, ბაიერნმა ბოლო 6 მატჩიდან 4-ში მეტოქეთა კარი მინიმუმ ხუთჯერ აიღო.

 

მიუნხენელებმა ბოლო მატჩი გერმანიის თასის მეოთხედფინალის ეგიდით გამართეს. დრამატულ და უხვგოლიან შეხვედრაში ბაიერნმა ქვედალიგელი ჰეიდენჰეიმი -5:4 დაამარცხა.

 

საშინაო კედლებში, ბაიერნი ტრადიციულად ძალიან ძლიერია. ალიანს არენაზე, ბუნდესლიგის ბოლო 7 შეხვედრა გუნდმა გამარჯვებით დაასრულა. აქედან ხუთში კი კარი მშრალად შეინახა.

 

ახალ წლამდე, დორტმუნდი ძალიან კარგად მიდიოდა. გუნდი ბუნდესლიგაში დამაჯერებლად ლიდერობდა. ბორუსიას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიც მოგებული ჰქონდა და ჩემპიონობას ფაქტობრივად ინაღდებდა. ზამთრის შესვენების შემდეგ, შავ-ყვითლების გარშემო მოვლენები არასახარბიელოდ განვითარდა. გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაემშვიდობა და წინა ტურამდე ბუნდესლიგაში მეორე ადგილს სჯერდებოდა.

 

დორტმუნდის ბორუსიას ბუნდესლიგის ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს წაგებული.

 

დორტმუნდელებმა, გერმანიის ჩემპიონატის ბოლო სამ შეხვედრაში მეტოქეებს მინიმუმ ორი გოლი გაუტანეს.

 

ბორუსია მეტოქის არენაზე ისეთივე შთამბეჭდავი ვერ არის, როგორც შინ. სტუმრად გუნდმა ბოლო 7 შეხვედრიდან ორი მოიგო, სამ მათგანში კი სულ მცირე 2 გოლი გაუშვა.

 

დორტმუნდმა ბოლო მატჩი ბუნდესლიგის ოცდამეშვიდე ტურში ჩაატარა და ვოლფსბურგს უკანასკნელ წუთებში - 2:0 აჯობა (პაკო ალკასერის დუბლი).

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდების ბოლო 7 დაპირისპირებაში მინიმუმ სამი გოლი გავიდა. ყველა მათგანში ბაიერნმა მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.

 

ბოლო 7 ურთიერთშეხვედრიდან ექვსში, მეტოქის კარის აღება ორივე გუნდმა შეძლო.

 

კონკრეტულად ალიანს არენაზე, ბაიერნმა ბოლო 12 მატჩიდან დორტმუნდის წინააღმდეგ მხოლოდ ორი წააგო.

 

ბოლოს ალიანს არენაზე ეს გუნდები ერთმანეთს 1 წლის წინ დაუპირისპირდნენ და ის მატჩი მასპინძლებმა გამანადგურებელი უპირატესობით - 6:0 მოიგეს.

 

მიმდინარე სეზონში, გუნდები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ - ბუნდესლიგის პირველი წრის მატჩში, საშინაო არენაზე, დორტმუნდმა - 3:2 იმარჯვა.

 

დანაკლისი

ბაიერნი: დევისი, რობენი, ხამესი, ტოლისო.

 

დორტმუნდი: ჰაკიმი, დიალო, ფილიპი, პიშკეკი, პულიშიჩი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ბაიერნი: ნოიერი (მეკარე); ალაბა, ჰუმელსი, ზულე, კიმიხი (მცველები); ალკანტარა, მარტინესი (ნახევარმცველები); კომანი, გორეცკა, გნაბრი (შემტევი ნახევარმცველები); ლევანდოვსკი (თავდამსხმელი). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი (ხორვატია).

 

დორტმუნდი: ბიურკი (მეკარე); ვოლფი, აკანჯი, ზაგადუ, გერეირო (მცველები); ვიტსელი, დელენეი (ნახევარმცველები); სანჩო, როისი, ლარსენი, პაკო (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი (შვეიცარია).

 

პროგნოზი

როგორც სატურნირო მდგომარეობა მეტყველებს, ამ მატჩს ჩემპიონის გამოვლენისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თანაც, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილია და მთავარ აქცენტს გერმანიის ჩემპიონატის მოგებაზე აკეთებს.

 

ამ შეხვედრაში გამარჯვებას ორივე გუნდისთვის ოქროს ფასი აქვს. დიდი ალბათობით, ორივე მეტოქე შეუტევს და გოლსაც გაიტანს, საერთო ჯამში კი მინიმუმ სამი ბურთი გავა. თუ გუნდების ბოლო ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოაჩენთ, რომ მეტოქის კარის აღებას ორივე გუნდი რეგულარულად ახერხებს, დერ კლასიკერი კი უმეტესად უხვგოლიანი გამოდის.

 

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.65

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.50

 

სავარაუდო ანგარიში:  2:2 @14.75