პროგნოზი: ბარსელონა-ატლეტიკო

პროგნოზი: ბარსელონა-ატლეტიკო

ბარსელონა-ატლეტიკო

დრო: 6 აპრილი, შაბათი, 22:45 საათი

მსაჯი: ხესუს ხილ მანსარო (ესპანეთი, 45)

სტადიონი: კამპ ნოუ (ბარსელონა)

 

სატურნირო მდგომარეობა

უახლოეს მდევართან დაპირისპირება მიმდინარე გათამაშების ლიდერ ბარსელონასთვის საჩემპიონო რბოლაში უმნიშვნელოვანესი იქნება. აქ გამარჯვების შემთხვევაში, კატალონიელები 11 ქულით დაწინაურდებიან და ჩემპიონთა ლიგისთვის უკეთ მოსამზადებლად მეტი დრო ექნებათ. თავისმხრივ, საკუთარი შანსის გამოყენებას ატლეტიკოც შეეცდება, რომელსაც ჩამორჩენის შემცირება ხუთ ქულამდე და ტიტულისთვის ბრძოლაში დაბრუნება შეეძლება. ამჟამად, ბარსელონას 72, ხოლო ატლეტიკოს 62 ქულას აქვს.

 

რაც შეეხება გუნდების გოლების ბალანსს, ბარსელონა ამ მხრივ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ბლაუგრანამ 79 გოლი გაიტანა (ყველაზე მეტი) და 31 გაუშვა, რაც ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია. სამაგიეროდ, როხიბლანკო კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვით გამოირჩევა. მართალია, დიეგო სიმოენეს გუნდს მხოლოდ 45 გოლი აქვს გატანილი, თუმცა საკუთარ კარში მხოლოდ 19 ბურთი აქვს მიღებული, რაც უმაღლესი მაჩვენებელია.

 

სათამაშო ფორმა

ბარსელონამ სეზონის მეორე ნახევარში კიდევ უფრო მოუმატა. ყველა ტურნირზე, კატალონიურ გრანდს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

 

საშინაო კედლებში, ბარსამ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, ბოლოს კი 14 შეხვედრის წინ დამარცხდა (ბეტისთან ნოემბერში).

 

უშუალოდ ლა ლიგაში ბარსელონას 18 შეხვედრაა არ წაუგია.

 

ლა ლიგის ბოლო 11 საშინაო შეხვედრიდან 10-ში, კატალონიელებმა მეტოქის კარი მინიმუმ ორჯერ დალაშქრეს.

 

ატლეტიკო ბოლო პერიოდში ფრეს ფაქტობრივად აღარ თამაშობს. ბოლო 13 მატჩიდან 9 მოგება და 4 მარცხი.

 

სიმეონეს შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაში იუვენტუსთან (0:3) მძიმე მარცხის, შემდეგ კი ბილბაოსთან (0:2) წაგების შემდეგ, ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს, 6 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში არცერთი მიიღეს.

 

ლა ლიგის ბოლო შვიდი შეხვედრიდან ექვსში, ატლეტიკომ კარი მშრალად შეინახა.

 

ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდელებმა ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგეს.

 

ლა ლიგაში, ატლეტიკოს ბოლო 7 თამაშში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

დიეგო სიმეონეს გუნდს ბარსელონა ბოლო 7 მატჩი არ დაუმარცხებია, თუმცა აქედან არცერთი შეხვედრა დასრულებულა ორბურთიანი სხვაობით.

 

გუნდების ბოლო 7 დაპირისპირებიდან 6-ში, გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა.

 

საშინაო კედლებში, ბარსელონას ატლეტიკოსთან 2006 წლის შემდეგ არ წაუგია. მას მერე გუნდებმა 18 შეხვედრა ჩაატარეს, აქედან 12 მასპინძლებმა მოიგეს.

 

დანაკლისი

ბარსელონა: რაფინია, ვიდალი, სილესენი, დემბელე.

 

ატლეტიკო: ლემარი, მორატა, ერნანდესი, გარსესი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ბარსელონა: ტერ შტეგენი (მეკარე); ალბა, ლენგლე, პიკე, რობერტო (მცველები); არტური, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ნახევარმცველები); კოუტინიო, სუარესი, მესი. (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანეთი).

 

ატლეტიკო: ობლაკი (მეკარე); არიასი, ხიმენესი, (მცველები); ნიგესი, პარტეი, როდრიგო, კოკე (ნახევარმცველები); გრიზმანი, კოშტა (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (არგენტინა).

 

პროგნოზი

წინა ტურში, ვილიარეალთან დასვენების შემდეგ, ერნესტო ვალვერდე ჟერარდ პიკეს ივან რაკიტიჩს და ლიონელ მესის ძირითად შემადგენლობაში დააბრუნებს, რაც ბარსელონასთვის უდიდესი ძალაა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ძალიან ძლიერ ფორმაშია. მას მიმდინარე სეზონში 32 გოლი აქვს გატანილი და ოქროს ბუცის დავაში ლიდერობს. ამ თამაშში გამარჯვება კატალონიელებს ჩემპიონის ტიტულს ფაქტობრივად გაუნაღდებს, რის შემდეგაც გუნდი მანჩესტერ იუნაიტედთან ორმატჩიანი დუელისთვის მოემზადება. ვფიქრობთ, რომ ბარსელონა ამ მატჩს მოიგებს.

 

მართალია, 2006 წლის შემდეგ ატლეტიკოს კამპ ნოუზე გამარჯვება არ უზეიმია, თუმცა მარტივი სიხარულის შესაძლებლობას არც მეტოქეს აძლევდა. ატლეტიკოს ერთადერთი მიზანი ვიცე-ჩემპიონობის დაცვა იქნება. მადრიდელები ბარსელონასთვის როგორც მინიმუმ გოლის გატანას მოახერხებენ.

 

ბარსელონა მოიგებს @1.79

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.80

 

სავარაუდო ანგარიში: 3:2 @28.00




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.