პროგნოზი: ჰადერსფილდი-ლესტერი

პროგნოზი: ჰადერსფილდი-ლესტერი

ჰადერსფილდი-ლესტერი

დრო: 6 აპრილი, შაბათი, 19:00 საათი

მსაჯი: დევიდ კუტი (ინგლისი)

სტადიონი: ჯონ სმიტის არენა (ჰადერსფილდი)     

 

სატურნირო მდგომარეობა

ჰადერსფილდი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ყველაზე სუსტი გუნდია. 14 ქულის მფლობელი გუნდი ჩემპიონშიპში ყველაზე ადრე, უკვე ოფიციალურად გავარდა. ვინაიდან გუნდს პრემიერლიგაში დარჩენის მათემატიკური შანსიც კი აღარ აქვს, ადგილობრივ გულშემატკივრებს მხოლოდ იმ სამი მატჩის ცქერა დარჩენიათ, რომელსაც მათი საყვარელი გუნდი ინგლისური ფეხბურთის ელიტაში ჩაატარებს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ლესტერთან დაპირისპირებაა, სადაც გუნდის მიზანი ფეხბურთით სიამოვნების მიღება იქნება. რთული სათქმელია, თუ რამდენად შეძლებენ მასპინძლები კარის გაჯახუნებას, რადგანაც მათ გოლის გატანა ძალიან უჭირთ, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე კი ფაქტობრივად ვერ ზრუნავენ - ბურთების შეფარდება 18:59 (ყველაზე ცოტა გატანილი/ყველაზე ცუდი ბალანსი).

 

რაც შეეხება ლესტერს, ამ გუნდს მეშვიდე ადგილის დაკავების რეალური შანსი გაუჩნდა, რაც შემდეგში შესაძლოა ევროპის ლიგის საგზურადაც გადაიქცეს. ამჟამად, მელიებს 44 ქულა აქვთ, მეცხრე პოზიციას იკავებენ და მეშვიდეზე მყოფ ვულვერჰემპტონს ორით ჩამორჩებიან. გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსი - 42:43.

 

სათამაშო ფორმა

ჰადერსფილდი პრემიერლიგის ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფი გუნდია. ზედიზედ 4 მარცხი, ბოლო 20 მატჩიდან 13 წაგება და მხოლოდ ერთი გამარჯვება.

 

ჰადერსფილდმა ბოლო 8 შეხვედრიდან ექვსში მინიმუმ ორი გოლი გაუშვა.

 

ჰადერსფილდმა პრემიერლიგაში სულ 14 ქულა მოიპოვა, მათი უმეტესობა კი საშინაო არენაზე (8, ორი მოგება ორი ფრე).

 

ბოლო 10 საშინაო მატჩიდან ჰადერსფილდმა მარტო 1 მოიგო, 8-ჯერ კი დამარცხდა.

 

ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან 5-ში, ჰადერსფილდმა ორივე ტაიმი წააგო.

 

ლესტერი კარგ ფორმაშია. გუნდს ახალი მწვრთნელის მოსვლა აშკარად დაეტყო. მელიებმა პრემიერლიგაში ზედიზედ 3 და ბოლო ხუთიდან 4 მატჩი მოიგეს.

 

ლესტერმა პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში მეტოქეთა კარი მინიმუმ ორჯერ აიღო.

 

ლესტერის მიერ პრემიერლიგაში მეტოქის არენაზე გამართულ ბოლო სამ მატჩში მინიმუმ სამი გოლი გავიდა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ლესტერი ლიდერობს.

 

ლესტერმა ჰადერსფილდთან ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო და 8-ჯერ გამარჯვებას მიაღწია.

 

ლესტერმა ჰადერსფილდს ბოლო 5 მატჩიდან ოთხში, მინიმუმ ორი გოლი გაუტანა.

 

ფაქტები მატჩის შესახებ

ბოლო ტურში კრისტალ პალასთან წაგების (0:2) და პრემიერლიგიდან ოფიციალურად გავარდნის შემდეგ, ჰადერსფილდი მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ინგლისის საფეხბურთო ელიტა ყველაზე ცოტა ქულით (14) დატოვა. პირველი 2007/08 წლების სეზონში დერბი ქაუნთი იყო, რომელმაც თავი მხოლოდ 11 ქულას მოუყარა.

 

იმისათვის, რომ ჰადერსფილდმა პრემიერლიგის ერთ სეზონში საშინაო კედლებში გატანილი გოლების რაოდენობით ყველაზე ცუდი შედეგის მქონე გუნდის სტატუსი ჩამოიცილოს, დარჩენილ ექვს ტურში სულ მცირე 3 გოლი უნდა გაიტანოს. ამ მხრივ "რეკორდსმენი" მანჩესტერ სიტია, რომელიც პრემიერლიგას 2006/07 წლების სეზონში 10 გოლით გამოეთხოვა.

 

ლესტერმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, გოლების 66.67% მეორე ტაიმში გაიტანა. მეტოქის არენაზე ჩატარებული შეხვედრების 80.95%-ში, მელიებმა გოლის გატანა მეორე ნახევარში მოახერხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლესტერს 42-დან 13 გოლი 76-ე წუთის შემდეგ აქვს გატანილი.

 

2017 წლის დეკემბრის შემდეგ, ლესტერს ზედიზედ ოთხი მატჩის მოგების შანსი პირველად აქვს.

 

დანაკლისი

ჰადერსფილდი: დიახაბი, საბირი, დეპუატრი, კონგოლო.

 

ლესტერი: ამარტეი, ოლბრაიტონი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ჰადერსფილდი: ლოსლი (მეკარე), დურმი, კონგოლო, შინდლერი, სმიტი (მცველები); მუი, პაჩეკონი (ნახევარმცველები); ლიოვი, პიტჩარდი, როუი (შემტევი ნახევარმცველები); გრანტი (თავდამსხმელი). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: იან სივერტი (გერმანია).

 

ლესტერი: შმეიხელი (მეკარე); პერეირა, მორგანი, მაგუაირი, ჩილუელი (მცველები); ტიელმანსი, ნდიდი, მედისონი (ნახევარმცველები); გრეი, ვარდი, ბარნსი (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი (ჩრდ. ირლანდია).

 

პროგნოზი 

ჰადერსფილდი პრემიერლიგიდან გავარდნას დიდი ხანია შეეგუა, წინა ტურში კი ყველაფერი გაოფიციალურდა. საპირისპიროდ, ბრენდან როჯერსის გუნდს მეშვიდე ადგილის დაკავების ძალიან კარგი შანსი ეძლევა. უშუალო კონკურენტები ერთმანეთს უპირისპირდებიან (უოტფორდი-ვულვზი), ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფ გუნდთან ზედიზედ მე-4 გამარჯვების მოპოვება კი სატურნირო წინსვლისთვის ძალიან კარგი შანსია.

 

ასაკის მატების მიუხედავად, მშვენიერ ფორმაშია ლესტერის თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი. ინგლისის ნაკრების ვეტერან ფორვარდს პრემიერლიგის ბოლო ხუთ მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და შედეგიანობის თვალსაზრისით ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. მელიების თილისმისგან გულშემატკივრები მორიგ გოლს უნდა ელოდონ.

 

უდიდესი ალბათობით, შეხვედრას ლესტერი მოიგებს, თანაც ისე, რომ მეტოქეს მინიმუმ ორ გოლს გაუტანს.

 

ლესტერი მოიგებს @1.66

ლესტერი მინიმუმ ორ გოლს გაიტანს @1.83

 

სავარაუდო ანგარიში: 0:2 @7.00