პროგნოზი: იუვენტუსი-მილანი

პროგნოზი: იუვენტუსი-მილანი

პროგნოზი: იუვენტუსი-მილანი 

დრო: 6 აპრილი, შაბათი, 20:00 საათი

მსაჯი: მიშელ ფაბრი (იტალია)

სტადიონი: ალიანს სტადიონი (ტურინი)

 

სატურნირო მდგომარეობა

ბოლო 7 სეზონის ჩემპიონი მიმდინარე გათამაშებაში დამაჯერებლად ლიდერობს. ბებერი ქალბატონი 81 ქულით პირველია, უახლოეს მდევარ ნაპოლის 18-ით უსწრებს და მორიგი სკუდეტოს მოგებას უახლოვდება. ყველაზე მეტი გატანილი (62) და ყველაზე ცოტა გაშვებული (19) გოლით, იუვენტუსი ბურთების შეფარდების კომპონენტშიც საუკეთესოა.

 

მიუხედავად ბოლო სამ ტურში ვერ მოგებისა, მილანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს მაინც ინარჩუნებს. როსონერი პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებას 52 ქულით, მეოთხე სატურნირო პოზიციით და ბურთების შეფარდების ასეთი მაჩვენებლით ხვდება - 44:28.

 

სათამაშო ფორმა

იუვენტუსს სერია ა-ში ბოლო 34 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.

 

ზებრები კარგ ფორმაში არიან, ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგეს და მხლლოდ 2 დათმეს. აქედან ერთი ატლეტიკოსთან სტუმრად, ჩემპიონთა ლიგაში.

 

გუნდის მთავარი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე, იუვენტუსი ძველებურად უხვგოლიანი ვეღარ არის.სერია ა-ში, იუვენტუსის ბოლო სამ მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

 

საშინაო კედლებში ტურინელები შეუჩერებელნი არიან. ხოლო 12 მატჩიდან შავ-თეთრებმა 11 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. აქედან 7-ში ბიანკონერიმ მეტოქეს სულ მცირე 2 გოლი გაუტანა.

 

იუვენტუსმა თავისი 35-ე ტიტული შესაძლოა საშინაო კედლებში წაგების გარეშე დაისაკუთროს. ამ დროისთვის, იუვემ შინ 13 მატჩი მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

 

იუვენტუსმა სერია ა-ს 14 შეხვედრაში მოახერხა ანგარიშის გახსნა, რაც საუკეთესო მაჩვენებლია.

 

ბოლო მატჩი ტურინელებმა კალიარისთან სტუმრად ჩაატარეს და მეტოქეს - 2:0 მოუგეს.

 

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის კჟიშტოფ პიონტეკის დამატების შემდეგ, მილანმა საგრძნობლად მოუმატა და ოთხეულშიც შეაღწია. მიუხედავად ამისა, ბოლო სამ ტურში გუნდმა მხოლოდ 1 ქულა აიღო.

 

მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 8-ში, შავ-წითლები არ დამარცხებულან.

 

მილანის ბოლო 6 შეხვედრიდან 4-ში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

იუვენტუსმა მილანს ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 მატჩი მოუგო.

 

გუნდების ბოლო ოთხი დაპირისპირების პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ბებერმა ქალბატონმა იმარჯვა.

 

იუვენტუსმა მილანის წინააღმდეგ ბოლო სამ მატჩში გოლი არ გაუშვა.

 

დანაკლისი

იუვენტუსი: კუადრადო, ბარძალი, კოშტა, ხედირა, რონალდუ, სპიანცოლა.

 

მილანი: ბონავენტურა, კონტი, დონარუმა, კესიე, პაკეტა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

იუვენტუსი: შესნი (მეკარე); სანდრო, კიელინი, ბონუჩი, კანსელო (მცველები); მატუიდი, პიანიჩი, ჩანი (ნახევარმცველები); ბერნადესკი, კინი, მანჯუკიჩი (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (იტალია).

 

მილანი: რეინა (მეკარე); კალაბრია, მუსაჩიო, რომანიოლი, როდრიგესი (მცველები); კესიე, ბაკაიოკო, ჩალჰანოღლუ (ნახევარმცველები); სუსო, პიონტეკი, კასტიხელო (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ჯენარო გატუზო (იტალია).

 

პროგნოზი

იუვენტუსი მოიგებს @ 1.89

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @2.05

 

სავარაუდო ანგარიში: 2:1 @9.00