კოლხეთი: ისევ ფილია

ფოთის კოლხეთის მწვრთნელად სოსო ფილია დაინიშნა. უფრო სწორად, დაბრუნდა პოსტზე.

ფილია ჯერ კიდევ 90–იანების დასაწყისში მუშაობდა კოლხეთში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ (1994, 1997) მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს ჩემპიონატში, ხოლო სამჯერ (1995, 1996, 1998) მესამეზე გავიდა.

 

ფილიამ პაატა მეტრეველი შეცვალა, რომლის გაწვრთნილმა გუნდმა 5 ტურში 3 ქულა აიღო, ბოლო ორი თამაში კი სულაც დიდი ანგარიშით წააგო. თუმცა არცაა გასაკვირი: კოლხეთი შარშანდელი ვალებით შეხვდა ეროვნული ლიგა 2–ის ამ სეზონს.