პროგნოზი: ​ევერტონი-არსენალი 

პროგნოზი: ​ევერტონი-არსენალი 

პროგნოზი: ​ევერტონი-არსენალი 

დრო: 7 აპრილი, კვირა, 17:05

მსაჯი: კევინ ფრენდი (ინგლისი, 47)

სტადიონი: გუდისონ პარკი (ლივერპული)

 

სატურნირო მდგომარეობა

არსენალი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. გუნდს 63 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. ბურთების შეფარდება - 65:39. არსენალმა 19 შეხვედრა მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და ამდენივეში დამარცხდა.

 

ევერტონი ცხრილის შუა ნაწილშია. კანფეტებს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შესაძლებლობაც აქვთ. ამჟამად ლივერპულური კლუბი 43 ქულას ფლობს და მე-10 ადგილზე იმყოფება. ევერტონმა 45 გოლი გაიტანა და 42 გაუშვა.

 

სათამაშო ფორმა

არსენალმა პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში, ორივე ტაიმი მოიგო.

 

არსენალმა პრემიერლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

 

არსენალმა პრემიერლიგაში ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში, მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

 

არსენალის მიერ პრემიერლიგაში გამართულ ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

მეტოქის მოედანზე ჩატარებულ მატჩებში უნაი ემერის შეგირდებს უჭირთ. მეთოფეებმა სტუმრად ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს.

 

ევერტონმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო და 3-ში გამარჯვებას მიაღწია.

 

საშინაო კედლებში ევერტონმა ბოლო 4 მატჩიდან 1 მოიგო და ორჯერ დამარცხდა.

 

ევერტონმა პრემიერლიგაში ბოლო სამ მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

არსენალმა ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.

 

ბოლო 28 შეხვედრიდან 24 არსენალის გამარჯვებით დასრულდა.

 

ბოლოს ევერტონმა არსენალი 2016 წელს, სწორედ გუდისონ პარკზე დაამარცხა, მას მერე გუნდებმა 4 შეხვედრა გამართეს.

 

არსენალმა ევერტონს ბოლო 9 მატჩიდან 8 მოუგო.

 

გუდისონ პარკზე გამართული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში, სულ მცირე 3 გოლი გავიდა.

 

 

ფაქტები მატჩის შესახებ

ევერტონმა პრემიერლიგაში ბოლო ორი მატჩი იდენტური ანგარიშით - 2:0 მოიგო. ბოლოს, კანფეტებმა ზედიზედ სამ შეხვედრაში 2017 წელს იმარჯვეს.

 

გილფი სიგურდსონმა ამ სეზონში პრემიერლიგის 16 გოლში მიიღო მონაწილეობა (12 გოლი, 4 საგოლე პასი), რაც ევერტონის სხვა ყველა ფეხბურთელთან შედარებით უმაღლესი მაჩვენებელია.

 

არსენალს ევერტონის კარში პრემიერლიგის ისტორიაში 107 გოლი აქვს გატანილი. არცერთ სხვა გუნდს ინგლისის ჩემპიონატში ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ამ რაოდენობის გოლი არ გაუტანია.

 

აარონ რემსისთვის ერთ-ერთი საყვარელი მეტოქე სწორედ ევერტონია. უელსელ ნახევარმცველს ლივერპულელების კარი 6-ჯერ აქვს აღებული და მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაცაა.

 

დანაკლისი

ევერტონი: მინა.

 

არსენალი: ბელერინი, ჰოლდინგი, ტორეირა, ველბეკი, კოშელნი, ჯაკა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ევერტონი: პიკფორდი (მეკარე); დინი, ზუმა, კინი, კოულმენი (მცველები); გომესი, გაია (ნახევარმცველები); ბერნარდი, სიგურდსონი, რიჩარლისონი (შემტევი ნახევარმცველები); კალვერტ-ლუინი (თავდამსხმელი).

მთავარი მწვრთნელი: მარკო სილვა (პორტუგალია).

 

არსენალი: ლენო (მეკარე); მუსტაფი, სოკრატისი, კოშელნი (მცველები);მაიტლენდ-ნაილსი, რემსი, ჯაკა, კოლაშინაცი (ნახევარმცველები); იოზილი, ობამეიანგი, ლაკაზეტი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი (ინგლისი).

 

პროგნოზი

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში არსენალი ლიდერობს. ბოლო 28 მატჩიდან 24 არსენალის გამარჯვებით დასრულდა. უნაი ემერის გუნდი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად აქტიურად იბრძვის. პრემიერლიგაში ოთხეულში შესვლაზე პრეტენზიას 4 გუნდი აცხადებს, რომელთა შორის კონკურენციაც უკიდურეს წერტილს აღწევს. შესაბამისად, ნაკლები მოტივაციის მქონე ევერტონთან მოგება არსენალისთვის აუცილებელიცაა.

 

დიდი ალბათობით, ამ მატჩს არსენალი მოიგებს, თუმცა კარის მშრალად შენახვას ვერ შეძლებს. კანფეტებს რიჩარლისონისა და სიგურდსონის სახით, ძალიან შედეგიანი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც მეთოფეთა კარის დალაშქვრას მოახერხებენ. 

 

არსენალი მოიგებს @2.40

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.60

 

სავარაუდო ანგარიში: 2:1  @10.50




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.