ბიძინამ ჩიხურა გაახარა

მახარობლიძემ საჩხერელებს ლოკომოტივთან მოაგებინა

 

კლუბმა ნომინალური მასპინძლის სტატუსით, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე რკინიგზელებს - 1:0 აჯობა.

 

მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე, ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა. საჩხერელთა თავდამსხმელმა მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და გუნდს 3 ქულა მოუტანა. მახარობლიძისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მეორე გოლი გახლდათ, მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.

 

7 ტურის შემდეგ, ჩიხურამ 2 მოგებისა და 4 ფრის წყალობით, 10 ქულა მოაგროვა და ცხრილში დროებით მეხუთე ადგილს იკავებს. რაც შეეხება ლოკომოტივს, თბილისელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგეს და ორი მოგებით მოპოვებული 6 ქულით ბოლოდან მესამე ადგილზე რჩებიან. შემდეგ ტურში, ლოკომოტივი სიონს უმასპინძლებს, ხოლო ჩიხურა მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს ესტუმრება. 

 

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის სხვა შეხვედრები 7 და 8 აპრილს გაიმართება.

 

7 აპრილი:

 

სიონი-დინამო ბთ 16:00

 

დინამო თბ-რუსთავი 19:00

 

დილა-ტორპედო 21:00

 

8 აპრილი:

 

ვიტ ჯორჯია-საბურთალო 19:00




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.