დიეგო კოშტას მომენტი:მან მითხრა, ბოზ დედაშენს...

რატომ გააძევეს დიეგო კოშტა ბარსელონა-ატლეტიკოს პირველ ტაიმში?

 28-ე წუთი იყო, ტაბლოზე ნულები ენთო, მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ კი უხეშობის მერე პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა ატლეტიკოს ფორვარდს.  

 

შორიდან ისე ჩანდა, რომ ყვითელიც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ იმ ანეგდოტისა არ იყოს, "შორიდან სხვანაირად ჩანდა, ახლოს რომ მივედი სხვა იყოო"... აი, რა განაცხადა მსაჯმა:

 

"დიეგო კოშტა შემდეგი მიზეზით გავაძევე: ის მთელი ხმით მიყვიროდა: "ბოზ დედაშენს ..."

 

ესპანურმა მედიამაც დიეგო კოშტას ტუჩების მოძრაობით დაადასტურა ასე: "la puta madre que te pario". ეს კი ნიშნავს : "ბოზი დედაშენი, რომელმაც შენ დაგბადა"...

 

ატლეტიკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კი თამაშის დასრულებისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

 

"ათი კაცით ძნელია თამაში. ამის ფონზე ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. სუარესმა მაშინ გაგვიტანა, როცა მცირე დრო იყო დარჩენილი. მსაჯს ვკითხე, თუ რა მოხდა დიეგო კოშტასთან დაკავშირებით. თავად კოშტასთან ჯერ არ მისაუბრია. ბარსას ფეხბურთელები ასე ხშირად იქცევიან, მაგრამ მათ არ აძევებენ".   




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.