სევილია წაიქცა (+video)

ორი გოლი გაიტანა ბრაზილიელმა მატეუს აიასმა, ერთიც რეიმ დაამატა. სევილიელთაგან კი ბოლო წუთზე ნოლიტომ ცოტა შეალამაზა ანგარიში. 

 

მირანდესი სეგუნდა დივიზიონის გუნდია. ერთადერთი ქვედალიგელია, რომელიც ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. ასევე გასულები არიან ბარსელონა, რეალი, ვალენსია, ბილბაო, ვილიარეალი, სოსიედადი და გრანადა.