რობენს რიგი დაუდგა

არჩევანი ჰოლანდიელზეა

არიენ რობენმა კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს. ამის შესახებ Calciomercato-ში წავიკითხეთ. ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რომელი კლუბი ინტერესდება 34 წლის ფეხბურთელით.  გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჰოლანდიელი ბაიერნს სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი გუნდის მაისურს მოირგებს.

 

შეგახსენებთ, რომ სეზონის განმავლობაში რობენისადმი ინტერესი არაერთმა გუნდმა გამოხატა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ლაციო, ინტერი და პსვ, თუმცა არიენს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

ვეტერანი ჰოლანდიელი ბაიერნში 2009 წლის ზაფხულში მადრიდის რეალიდან გადავიდა. ამ დრომდე მან რეკორდმაისტერებთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და დღეს კლუბის ლეგენდად ითვლება. მიმდინარე სეზონში რობენმა 15 შეხვედრა ჩაატარა და თავი 5 გოლით გამოიჩინა.