UFC-ის პრეზიდენტი: ეს უკვე უმსგავსობაა

მაკგრეგორსა და ნურმაგომედოვს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ კომენტარი UFC-ის პრეზიდენტმაც გააკეთ

ბოლო რამდენიმე დღეა უცხოური პრესა კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის დაპირისპირების შესახებ აქტიურად წერს. ირლანდიელმა და დაღესტნელმა მებრძოლებმა ერთმანეთთან სოციალურ ქსელებში ნამდვილი ომი გააჩაღეს.

 

განსაკუთრებით მაკგრეგორი გამოირჩა, რომელმაც ხაბიბის მეუღლეს პირსახოცი უწოდა. კონორს არც ნურმაგომედოვი ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა ირლანდიელი სექსუალურ მოძალადედ მოიხსენია.

 

მაკგრეგორსა და ნურმაგომედოვს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ კომენტარი UFC-ის პრეზიდენტმაც გააკეთა. დენა უაითმა ორივე მებრძოლი გააკრიტიკა და განაცხადა:"სოციალურ ქსელებში კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის არსებული მდგომარეობის შესახებ ყველაფერი ვიცი. საქმის კურსში ვიმყოფები.  მათი დაპირისპირება ყველანაირ ზღვარს გასცდა და უმსგავსობაში გადავიდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ საჭირო ნაბიჯები უკვე გადავდგით და ორივე მებრძოლის წარმომადგენლებს დავუკავშირდით. იმედი გვაქვს სიტუაცია უახლოეს პერიოდში განიმუხტება" - ამბობს დანა უაითი.