აბა, გამოიცანით?

ვითომ სილამაზის დედოფალი 2?

მარია შარაპოვამ ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლახანს განაახლა, თუმცა მანამდე მას დრო უქმად არ დაუკარგავს. რუსმა ლამაზმანმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოფინა და გულშემატკივრებს ამცნო, რომ ის ფილმში გადაიღეს.

 

„ეს არასოდეს დამავიწყდება. ისეთი მსახიობების გვერდით აღმოვჩნდი ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი. როგორ ფიქრობთ, რას ვიღებდით?“ - წერს შარაპოვა.

 

20-28 აპრილს, შტუდგარტში უპრესტიჟულესი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, სადაც რუსი ჩოგბურთელი ე.წ. „უაილდ ქარდით“ მიიწვიეს. შტუდგარტის ტურნირი მისთვის უცხო არ არის. შარაპოვას იქ 2012 და 2014 წლებში უჩემპიონია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.