უკრაინაში ხოჭოლავა დააფასეს

დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

დონეცკის შახტარმა გასვლაზე 1:0 მოუგო ალექსანდრიას და ქართველმაც შეუცვლელად ითამაშა. დონეცკელები 7–ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობენ.

 

Ua-football–ს უწერია, რომ ხოჭოლავამ ბოლო პერიოდში ფორმის პიკს მიაღწია და დაცვაში საიმედოდ თამაშობს. ალექსანდრიელები ბევრს უტევდნენ და ხოჭოლავაც საქმეს კარგად აუდიოდაო.

 

რამდენიმე დღის წინ გვეწერა, რომ შახტარის ქართველი მცველი უკრაინის ჩემპიონატის მთლიანად პირველი წრის სიმბოლურში მოხვდა Instat–ის მონაცემებით.