მხიარული რომანი

ბათუმელები შესანიშნავ ფორმაში არიან. გეგუჩაძის გუნდს ბოლო 5 მატჩიდან 4 მოგება აქვს

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში ბათუმის დინამო ბოლნისის სიონს ესტუმრა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

 

ანგარიში მე-12 წუთზე ბოლნისელებმა გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ, ვილი ისიანმა მეტოქის კარი აიღო.

 

მეოცე წუთზე ბათუმელებმა ანგარიში გაათანაბრეს. ფლავინიომ საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი მიიღო და მშვენიერი დარტყმით 1:1 გახადა.

 

7 წუთში გეგუჩაძის შეგირდები წინ გავიდნენ. სიონის კართან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, ბურთთან მანჯგალაძე მივიდა, რომელმაც სტანდარტული შესანიშნავად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

 

58-ე წუთზე კვლავ ბოლნისელების ჯერი დადგა. სტუმართა კარში 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ჯაბა უგულავამ ზუსტად შეასრულა და 2:2 გახდა.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშის ბედი შეცვლაზე შემოსულმა რომან ჭანტურიამ გადაწყვიტა. ჯერ იყო და 77-ე წუთზე შეაგდო, 7 წუთში კი დუბლი გაიფორმა.

 

დინამოს 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, სიონი კი 8 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.