შოთა მიშველიძის საჩემპიონო აკვრა

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

ძალოსნობაში განახლებული წონითი კატეგორიებისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების ევროპული ათვლა ბათუმის ევროპის ჩემპიონატიდან დაიწყო, სადაც ქართველი ძალოსნები გულშემატკივრების წინაშე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარსდგნენ. ფიცარნაგზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოთა მიშველიძე და ასევე რამინ შამილიშვილი გავიდნენ.

 

ატაცში შამილიშვილმა 124 კილოგრამი დაძლია და აკვრის წინ მეექვსე შედეგი დააფიქსირა, ხოლო მიშველიძემ 125 კილოგრამი დაიმორჩილა და მეოთხე საფეხურზე დამკვიდრდა.


 

აკვრაში კი პირველი ცდის გაფუჭების შემდეგ (147კგ), აქცენტი ამ დისციპლინაში ოქროს მედლის მოპოვებაზე გაკეთდა და საბოლოოდ რისკმაც გაამართლა. მეორე ცდაზე ქუთაისელმა ძალოსანმა 149 კგ დაიმორჩილა, ხოლო ბათუმის ფიცარნაგზე ბოლო გასვლა კი საჩემპიონო გამოდგა. მან სიმძიმე 6 კილოგრამით გაზარდა და წარმატებითაც. ორჭიდის ჯამში მიშველიძე მეოთხე იყო (281კგ) და ბრინჯაოს მედლამდე მხოლოდ ერთი კილოგრამი დააკლდა.

 

 

რაც შეეხება რამინ შამილიშვილს, მისი სამივე ცდა წარმატებული გამოდგა. ბოლოს მან თავსზემოთ 152 კილოგრამი ასწია და ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილზე გავიდა.

 

8 აპრილს, ბათუმის სპორტის სასახლის ფიცარნაგზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის გოგა ჩხეიძე იასპარეზებს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.