ვინ იქნებოდა ნადალი?

მიმდინარე სეზონში 32 წლის ესპანელ ჩოგბურთელს ჯერ ტურნირი არ მოუგია და რეიტინგში მეორე ადგილზეა

გრუნტის მეფე, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი საზოგადოებას უმხელს თუ ვინ უნდოდა ყოფილიყო რომ არა ბიძამისი ტონი ნადალი, მისი დაჟინებული მოთხოვნა და  ჩოგბურთი.

 

„რომელი დიდებული სპორტსმენი და ჩემპიონი მინდოდა ვყოფილიყავი ჩოგბურთი რომ არ ამერჩია? ალბათ ტაიგერ ვუდსი. ის თავის საქმეში და სპორტის სახეობაში ნომერ პირველი და უდიდესია. რაც შეეხება ფეხბურთს, დიახ მადრიდის რეალს ვქომაგობ და საერთოდაც მიყვარს გუნდური სპორტის სახეობები“ - ამბობს რაფა.

 

მიმდინარე სეზონში 32 წლის ესპანელ ჩოგბურთელს ჯერ ტურნირი არ მოუგია და რეიტინგში მეორე ადგილზეა.