ალმაგროც მიდის

ესპანელი ჩოგბურთელი კარიერას ასრულებს

33 წლის ესპანელი ჩოგბურთელი ნიკოლას ალმაგრო კარიერას ასრულებს. ამის შესახებ ის ოფიციალურად კვირის ბოლოს გამოაცხადებს, მანამდე კი მურსიის ჩელენჯერზე ითამაშებს. ვინც არ იცის ვეტყვით, რომ ალმაგრო სწორედ მურსიაში დაიბადა და კარიერის დასრულებაც სიმბოლურად ამ ქალაქში გადაწყვიტა.

 

ალმაგროს ბოლო პერიოდში არაერთი ტრავმა ტანჯავდა და ტურნირების გამოტოვებაც ხშირად უხდებოდა. შარშან, მან ოდენ 4 მატჩი ითამაშა, ხოლო ზოგადად ბოლო 10 მატჩიდან გამარჯვება მხოლოდ ერთში მოახერხა. 

 

ნიკოლას ალმაგრო ერთი ხანობა მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი იყო, ხოლო კარიერაში 13 ATP-ის ტურნირი აქვს მოგებული.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.