პატარა, დიდი „პუპი“

ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

მან მოხსნა რეკორდი, როგორც არაიტალიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც იტალიურ კლუბში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა.

 

სამშობლოდან იტალიაში გადაბარგების შემდეგ მან მალე მოიპოვა პოპულარობა თავისი მტკიცე ხასიათით, გამძლეობით და შეუპოვრობით.

 

ის ცნობილია მეტსახელით „პუპი“  და კარიერის უდიდესი ნაწილი მილანის ინტერში გაატარა. ხავიერ ძანეტიზე მოგახსენებთ, რომელმაც ნერაძურისთან ერთად 5-ჯერ მოიგო სერია ა და ამ გუნდის სული და გული გახდა. ძანეტიმ კაპიტნის სამკლაური 1999 წელს მოირგო და ინტერს წლების მანძილზე წინამძღოლობდა.

 

 

2010 წლის 22 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბაიერნის წინააღმდეგ ძანეტისთვის მე-700 მატჩი გამოდგა. მისთვის ამ ისტორიულ დღეს კი ინტერმა იმ სეზონში ტრიპლეტი მოიგო.

 

არგენტინის ნაკრების მაისურა კი მან 145-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა.

 

რუბრიკაში „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ ხავიერ ძანეტი იხსენებს:

 

,,ბავშვობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მქონდა. დაბადებისთანავე სუნთქვის პრობლემა დამიდგინეს, რაც დედაჩემის ნერვიულობის მიზეზი გახდა. ჩვენ ექიმს, სახელად ადელმარს მივაკითხეთ, რომელმაც დედა დაარწმუნა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა. დედაჩემმა უპასუხა, რომ თუ განვიკურნებოდი მის სახელსაც დამარქმევდა, ამიტომაც მე ხავიერ ადელმარ ძანეტი ვარ. 
 

ასევე, მე ძალიან პატარა გახლდით. მე დიდი ხანი დამჭირდა რომ გავზრდილიყავი. მშობლებს ბევრ ექიმთან დავყავდი, რომელთა დიაგნოზები ერთმანეთთან ურთიერთწინააღმდეგობაში მოდიოდნენ.


 

საბოლოოდ, ,,ინდეპენდიენტეს" ექიმმა დაამშვიდა დედაჩემი, როცა უთხრა, რომ მე სხვა ბავშვებივით, ჩვეულებრივად შევძლებდი გაზრდას. ასეც მოხდა. დედაჩემს ძალიან ვუყვარდი.
ჩემში ფეხბურთის სიყვარული კი მამამ გააღვიძა. ერთხელ, მამას მეგობრის სახლში წავყევი, სადაც სამუშაო იყო შესასრულებელი. მოგვიანებით ფეხბურთის სათამაშოდ დამიძახეს, თუმცა მომერიდა, რადგან იქ სამუშაოდ ვიყავი მისული.

 

მამამ მკითხა: ,,გიყვარს ფეხბურთი?"

 

ვუპასუხე: ,,ძალიან"

 

,,მაშინ, წადი და გუნდი მოძებზე"

 

ასეც მოხდა..."




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.