ბარსელონა 4:0 ბაიერნი - როცა გვარდიოლა იწყებდა (ვიდეო)

ზუსტად 10 წლის წინ ბარსელონამ ბაიერნი 4:0 დაამარცხა (ვიდეო)

ზუსტად 10 წლის წინ, 2009 წლის 8 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩი გაიმართა. ბარსელონამ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. იმ დღეს მიუნხენელთა ასეთ ცუდ თამაშს არავინ ელოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გვარდიოლას შეგირდები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და თუ თამაშის სცენარით ვიმსჯელებთ, ანგარიში სავსებით ლოგიკური იყო.

 

ის დრო გვარდიოლას ეპოქის დასაწყისი იყო. ესპანელი სპეციალისტისთვის ბლაუგრანას თავკაცის პოსტზე პირველ სეზონი იყო და მოიგო ყველაფერი, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. რაც შეეხება მატჩს, 2 გოლი ლეო მესიმ გაიტანა, თითო ბურთი კი ტიერი ანრისა და სამუელ ეტოოს ანგარიშზეა. განმეორებითი შეხვედრა 1:1 დასრულდა და შემდეგ ეტაპზეც ბარსელონა გავიდა. აღნიშნულ წელს ჩემპიონთა ლიგა სწორედ ესპანურმა გრანდმა მოიგო.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში ბარსელონა კვლავ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებს. ბლაუგრანას მეტოქე ამჯერად მანჩესტერ იუნაიტედი იქნება.