პროგნოზი: ლივერპული-პორტუ

პროგნოზი: ლივერპული-პორტუ

ლივერპული-პორტუ

დრო: 9 აპრილი, სამშაბათი, 23:00

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი, 42)

სტადიონი: ენფილდი (ლივერპული, ინგლისი)



სატურნირო მდგომარეობა

 

ჩემპიონთა ლიგა

ლივერპულისთვის პლეიოფში მოხვედრა ურთულესი ამოცანა გამოდგა. გუნდმა "სიკვდილის" ჯგუფში იასპარეზა და მერვედფინალში ისეთი გუნდების დამარცხების შემდეგ მოხვდა, როგორებიც პსჟ და ნაპოლია. საბოლოოდ, მერსისაიდელებმა 3 მოგებით 9 ქულა მოაგროვეს, საფრანგეთის ჩემპიონს ორით ჩამორჩნენ, 9 გოლი გაიტანეს, 7 მიიღეს და შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გავიდნენ.

რაც შეეხება საპლეიოფო სტადიას, აქ ლივერპულს ისეთი მეტოქე ერგო, როგორიც მიუნხენის ბაიერნია. მიუხედავად მეტოქის სირთულისა, იურგენ კლოპის გუნდმა ეს წინაღობაც მარტივად გადალახა და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოიპოვა ადგილი. პირველი მატჩი ენფილდზე შედგა და ფრედ - 0:0 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში, ალიანს არენაზე, სტუმრებმა - 3:1 იმარჯვეს.


პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი შედარებით იოლ და დაბალანსებულ ჯგუფში მოხვდა. მეტწილად, სწორედ ამის დამსახურება იყო ის, რომ დრაკონებმა არცერთი შეხვედრა წააგეს, 5 მოგებითა და 1 ფრით 16 ქულა დააგროვეს, ჯგუფი კი გამარჯვებულის სტატუსით დაასრულეს. ბურთების შეფარდება - 15:6.

მერვედფინალში პორტუ შარშანდელ ნახევარფინალისტ და ერთ-ერთ ყველაზე სენსაციურ გუნდ რომას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი იტალიაში შედგა, სადაც გამარჯვებულის როლი (2:1) მასპინძლებმა მოირგეს, მეორე მატჩი კი ძალზედ დრამატული გამოდგა და პორტუმ სცენარი სათავისოდ შემოატრიალა (3:1. დ.დ)



შიდა ჩემპიონატები


პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში, ლივერპულის პირველი ტიტულის მოგების საუკეთესო შანსი აქვს. იურგენ კლოპის გუნდი სეზონის წინ, ინგლისის ჩემპიონატის ფავორიტად მიიჩნეოდა და 33 ტურის შემდეგ 83 ქულით პირველ პოზიციას იკავებს. მიუხედავად ერთადერთი მარცხისა, ზედიზედ მოგებული არაერთი შეხვედრისა და ნაჩვენები ძლიერი თამაშისა, ლივერპულის მთავარი კონკურენტი მანჩესტერ სიტი არანაკლებ კარგ ფორმაშია და ტიტულის დათმობას არ აპირებს. მართალია, ქალაქელები ლივერპულს 2 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა გვარდიოლას შეგირდებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და კალენდარიც უკეთესი ელით. მაღალი შედეგიანობისა და 75 გოლის გატანის პარალელურად, ლივერპული პრემიერლიგაში საუკეთესო დაცვის მქონე გუნდია. მერსისაიდელებს ყველაზე ცოტა - 20 გოლი აქვთ გაშვებული. ლივერპული ქვეყნის შიგნით ყველა თასიდან გამოვარდნილია და მთავარ აქცენტს გაჩემპიონებაზე აკეთებს.

საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნებას მარტივად ვერც პორტუ ახერხებს. პრიმეირა ლიგაშიც, ლიდერთა შორის დაძაბულობა უკიდურესია. პორტუსა და ბენფიკას თანაბარი - 69 ქულა აქვთ, ბურთების შეფარდებით და ურთიერთშეხვედრებით კი ლისაბონური კლუბი ლიდერობს. დრაგაუს ბინადრებმა მეტოქეთა კარი 58-ჯერ აიღეს და ყველაზე ცოტა - 17 გოლი გაუშვეს. გარდა საჩემპიონო ტიტულისა, პორტუს ქვეყნის თასის მოგება შეუძლია, რომლის ფინალშიც გასულია და მეტოქედ სპორტინგი ელოდება.


 

სათამაშო ფორმა


ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ლივერპული ძალიან ძლიერ ფორმაშია. გუნდმა ზედიზედ ხუთი შეხვედრა მოიგო, 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შემოგთავაზა და უკანასკნელად იანვარში, ასოციაციის თასზე, ვულვერჰემპტონთან დამარცხდა.

საშინაო კედლებში ლივერპული განსაკუთრებით ძლიერია. ენფილდზე გუნდმა ბოლო 16 შეხვედრიდან არცერთი წააგო და 13 მოიგო. უკანასკნელად, აქ ლივერპული სექტემბერში, ლიგის თასზე, ჩელსისთან (1:2) დამარცხდა.

ლივერპულის მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მინიმუმ სამი გოლი გავიდა და გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა.

პორტუს ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩიდან 8 მოგება და 1 ფრე აქვს.

პორტუმ ყველა ტურნირზე, ბოლო ცხრა შეხვედრიდან 7-ში, მეტოქეებს მინიმუმ ორი გოლი გაუტანა.

პორტუმ მეტოქის მოედანზე ჩატარებული ბოლო 19 შეხვედრიდან ერთადერთი წააგო და 14-ში იმარჯვა.

ჩემპიონთა ლიგაში პორტუმ ბოლო შვიდი შეხვედრიდან 6 მოიგო.

პორტუს მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო ექვს მატჩში მინიმუმ სამი გოლი გავიდა.

პორტუგალიის ჩემპიონმა, ჩემპიონთა ლიგაში ბოლო შვიდი შეხვედრიდან ექვსში, მეტოქეებს სულ მცირე ორი გოლი გაუტანა.


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ისტორიაში სულ ექვსჯერ შეხვდნენ. პორტუს აქედან არცერთი მატჩი მოუგია. ლივერპულმა სამჯერ იმარჯვა, 3 მატჩი ფრედ დაასრულა, 12 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი მიიღო.

საინტერესოა, რომ ეს გუნდები ერთმანეთს უახლოეს წარსულში, წინა სეზონშიც შეხვდნენ. მერვედფინალურ სტადიაზე, პირველი მატჩი პორტუგალიაში შედგა და იქ სტუმრებმა გამანადგურებელი უპირატესობით - 5:0 იმარჯვეს, ხოლო ენფილდზე ჩატარებული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.



ფაქტები მატჩის შესახებ


პორტუს ინგლისურ მეტოქეებთან სტუმრად 18-ჯერ უთამაშია და აქედან არცერთი შეხვედრა მოუგია.

მიმდინარე სეზონში, სადიო მანეს ანგარიშზე, ყველა ტურნირზე გატანილი 20 გოლია, რა შედეგითაც ლივერპულის ფეხბურთელებს შორის მხოლოდ მო სალაჰს ჩამორჩება. აღსანიშნავია რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სენეგალელმა, წინა სეზონში პორტუს კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

 

დანაკლისი

ლივერპული: ვერ ითამაშებენ - რობერტსონი. შესაძლოა ვერ ითამაშონ - გომესი, ლალანა, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი.

პორტუ: ვერ ითამაშებენ - აბუბაქარი, კოშტა, ერერა, პეპე. შესაძლოა ვერ ითამაშონ - ფაბინიო, მარიუსი.


მატჩისწინა კომენტარები

იურგენ კლოპი - ლივერპულის მთავარი მწვრთნელი: "მიმაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში უფრო მეტი დადებითი მომენტი გვქონდა, ვიდრე უარყოფითი. ბაიერნთან საშინაო კედლებში ნათამაშები ფრეს შემდეგ, ყველა ფიქრობდა, რომ ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ იყო, თუმცა მიუნხენში სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. ახლა გაცილებით მეტი გამოცდილება გვაქვს.

პორტუს ისევე ვაფასებთ, როგორც ბაიერნს. წილისყრის წინ, პორტუ ყველასთვის სასურველი მეტოქე იყო, ყველასთვის ჩვენს გარდა. ხალხის უმეტესობა მხოლოდ ციფრებსა და სახელებს უყურებს, თუმცა ჩვენ მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ლივერპულთან შეხვედრა არავის სურდა. ნათელია, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვვითარდებით".

ვირჯილ ვან დეიკი - ლივერპულის ცენტრალური მცველი: " პორტუს არ სურს, რომ იგივე განმეორდეს, რაც შარშან. ახლა უმნიშვნელოვანესია, დავივიწყოთ წარსული, ვკონცენტრირდეთ საკუთარ შესაძლებლობებზე და გავიხსენოთ, რომ ძალიან რთულ მეტოქეს ვუპირისპირდებით.

ჩვენი ბრძოლისთვის მზად ვართ. აუცილებლად უნდა შევინახოთ კარი მშრალად და გავიტანოთ რაც შეიძლება ბევრი გოლი. პორტუ შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდია, რომელმაც მეოთხედფინალში ადგილი დამსახურებულად მოიპოვა. უნდა გვახსოვდეს, რომ იოლი მატჩი არ გველოდება".


 

 

სავარაუდო შემადგენლობა


ლივერპული: ალისონი (მეკარე); მილნერი, ვან დეიკი, მატიპი, ალექსანდერ-არნოლდი (მცველები); ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (ნახევარმცველები); მანე, ფირმინო, სალაჰი (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია).

პორტუ: კასილასი (მეკარე); პერეირა, მილიტაო, ფელიპე, ტელესი (მცველები); ოტავიო, პერეირა, ტორესი, კორონა (ნახევარმცველები); მარეგა, სოარესი (თავდამსხმელები). (4-4-2).

მთავარი მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო (პორტუგალია).

მსაჯი

გამოცდილი ესპანელი არბიტრი გაფრთხილებებით ხშირად გამოირჩევა. ანტონიო მატეუ ლაოსის მიერ განსჯილი ბოლო 8 მატჩიდან 7-ში, ფეხბურთელებმა მინიმუმ 4 ყვითელი ბარათი მიიღეს. გამორჩეული იყო ბოლო შეხვედრა, რომელიც ლაოსმა 7 აპრილს, ლა ლიგაში განსაჯა. ალავესისა და ლეგანესის შეხვედრაში, 42 წლის რეფერიმ 10 ყვითელი ბარათი გამოიყენა.

 

 

პროგნოზი 


ლივერპულს ბრძოლა ორ ფრონტზე უწევს. პრემიერლიგის ლიდერს ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე სასურველი მეტოქე შეხვდა. მერსისაიდელებმა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას შესანიშნავ ფორმაში ხვდებიან, ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი პირველსავე მატჩში უნდა გადაწყვიტონ.

დიდი ალბათობით, ლივერპული ამ მატჩს დამაჯერებლად მოიგებს და განმეორებით შეხვედრას ფორმალურ ხასიათს მისცემს.



ლივერპული მინიმუმ ორ გოლს გაიტანს @1.41

ლივერპული გოლს არ გაუშვებს @1.80



სავარაუდო ანგარიში: 2:0 @6.25




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.