პროგნოზი: ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი

პროგნოზი: ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 

ტიტენჰემი-მანჩესტერ სიტი 

 


დრო: 9 აპრილი, სამშაბათი, 23:00 საათი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია, 46)

სტადიონი: ტოტენჰემ ჰოტსპურ არენა (ლონდონი, ინგლისი)


სატურნირო მდგომარეობა


ჩემპიონთა ლიგა

ტოტენჰემმა მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, სასწაულებრივად მოიპოვა. გუნდმა თავად ბარსელონასთან ფრე ითამაშა, ინტერმა კი უმოტივაციო პსვ-ს ვერ მოუგო. გუნდებმა თანაბარი, 8-8 ქულა დააგროვეს და ურთიერთშეხვედრებისა (2:2) და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით (9:10), შემდეგ ეტაპზე ლონდონური კლუბი გავიდა.

პლეიოფში, ტოტენჰემი დორტმუნდს გადაეყარა. ერთი შეხედვით გერმანული გრანდი ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა დეზებმა მეტოქეს ორივე შეხვედრა მარტივად მოუგეს (3:0 და 1:0) და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მანჩესტერ სიტიმ ჯგუფური ეტაპი მარტივად გაიარა. მიუხედავად პირველ ტურში ლიონთან მარცხისა, ქალაქელებმა 4 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრეც გააგორეს და 13 ქულით F ჯგუფი ლიდერის პოზიციიდან დაასრულეს. სიტიმ 16 გოლი გაიტანა და 10-ით ნაკლები მიიღო. 

მერვედფინალში, მანჩესტერ სიტის მეტოქეც გერმანული გუნდი გახლდათ. პეპ გვარდიოლას გუნდმა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონს სირცხვილი აჭამა, ორი მატჩის ჯამში 10 გოლი გაუტანა, 2 გაუშვა და მეოთხედფინალის საგზური ყველა სხვა გუნდზე უფრო მარტივად მოიპოვა.


შიდა ჩემპიონატები

ტოტენჰემისა და მანჩესტერ სიტის წყვილი ერთადერთია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში, რომლის ორივე გუნდი ერთ ჩემპიონატს წარმოადგენს. პრემიერლიგაში მანჩესტერ სიტი ამ დროისთვის 80 ქულით - მეორე, ხოლო ტოტენჰემი 64-ით მესამე ადგილს იკავებს. სიტის მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა, თანაც ამის კარგი შანსი აქვს - ორი ქულით წინ მყოფ ლივერპულზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, ტოტენჰემი კი ოთხეულში შესასვლელად იბრძვის.

ტოტენჰემისგან განსხვავებით, სიტის 4 ტურნირის მოგება შეუძლია. ქალაქელებმა ლიგის თასი უკვე მოიგეს და ასოციაციის თასის ფინალში გააღწიეს.

 

 

სათამაშო ფორმა 

ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერ სიტის მიერ ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო შვიდ მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

სიტიმ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 7-დან 6 მატჩი გამარჯვებით დაასრულა.

ტოტენჰემი ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ექვს მატჩში დაუმარცხებელია.

ტოტენჰემმა ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, მაშინ როდესაც ქალაქელებს ზედიზედ 14 მოგება აქვთ.

ტოტენჰემს შინ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, სიტიმ კი მეტოქის მოედანზე ზედიზედ 8 მატჩი მოიგო.

ურთიერთშეხვედრები


სიტიმ ტოტენჰემს ზედიზედ 4 მატჩი მოუგო.

ტოტენჰემმა საშინაო კედლებში სიტისთან ბოლო ორი შეხვედრა წააგო.

გუნდების ბოლო 4 მატჩიდან 3-ში, სიტიმ მეტოქეს სულ მცირე 3 გოლი გაუტანა.

დეზებმა შინ, ბოლო 8 მატჩიდან 7-ში გოლი გაუშვეს.


 

 

დანაკლისი 


ტოტენჰემი: დაიერი, ლამელა, ორიე, ლორენტე.

სიტი: ბრავო, დელფი, ზინჩენკო, აგუერო, ვოლკერი

 

 

სავარაუდო შემადგენლობა

ტოტენჰემი: ლორისი (მეკარე); ვერტონგენი, სანჩესი, ალდერვეირელდი (მცველები); როუზი, ერიკსენი, უინკსი, სისოკო, ტრიპიერი (ნახევარმცველები); ალი, კეინი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა).

სიტი: ედერსონი (მეკარე); ვოლკერი, სტოუნსი, ოტამენდი, ლაპორტი (მცველები); დე ბრუინი, ფერნანდინიო, დ. სილვა (ნახევარმცველები); ბ. სილვა, აგუერო, სტერლინგი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (ესპანეთი).


 

პროგნოზი


სიტის შეჩერებას ვერცერთ ტურნირზე ვერავინ ახერხებს. გუნდს ზედიზედ 14 მოგება აქვს. გვარდიილას გუნდი პრემიერლიგის წარმომადგენელი გუნდებიდან ყველაზე მარტივად სწორედ ტიტენჰემის დამარცხებას ახერხებს, რაზეც ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც მეტყველებს.

სიტი მოიგებს @1.93

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.65


სავარაუდო ანგარიში: 1.2 @8.5