სიომინი: კვარაცხელიას დრო წინასწარ გავთვალეთ

მოსკოვის ლოკომოტივის მწვრთნელმა იური სიომინმა გუნდის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. არც წინა მატჩში დაუკლია ქება...

როგორც იცით, გასულ ტურში, ზენიტთან სიომინმა სასტარტოში დააყენა კვარაცხელია და შესვენებისას შეცვალა.

 

„ხვიჩამ მშვენივრად ითამაშა ზენიტთან. ჩვეულებრივ, სხვა ფეხბურთელების დონეზე იყო. წინასწარ გავთვალეთ, რომ პირველ ტაიმს კვარაცხელია ითამაშებდა, მერე კი ფერნანდესს შევიყვანდით. ქართველი მხოლოდ 18 წლისაა, ამიტომაც ზედმეტი დატვირთვები არ უნდა მივცეთ. სიფრთხილე გვმართებს. ის უკვე ძირითადის ფეხბურთელია, რომელიც მაგრად გვეხმარება“ – განაცხადა სიომინმა.     




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.