კვეკვესკირი საუკეთესოთა შორის

ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას ტობოლმა 2:1 მოუგო აკტობეს. გუნდს 4 ტურის მერე 12 ქულა აქვს.

 

ნიკაც და ჯაბაც საკმაოდ ხშირად ხვდებიან ყაზახურ სიმბოლურში. მოკლედ, ეს თერთმეტეული ახალი ხილი არაა.