ჟვანიას პირველი ლელო ინგლისში + [ვიდეო]

ქართველმა მორაგბემ პრემიერშიპში იყოჩაღა

ბორჯღალოსანმა ზურაბ ჟვანიამ, ინგლისის პრემიერშიფში თავისი პირველი ლელო გაიტანა. 27 წლის მორაგბეს  „უოსპსის“ მაისურით ლელოები ჩემპიონთა თასსა და ამხანაგურ მატჩში ჰქონდა გატანილი, ახლა კი ანგარიში ჩემპიონატშიც გახსნა.

 

მე-18 ტურში  „უოსპსი“ „ვუსტერს“ მასპინძლობდა. ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლელო მე-20 წუთზე გაიტანა. 


 

მან რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოში გადახტა. ეს მასპინძელთა მესამე ლელო იყო და ანგარიში 21:3 გახდა. მეორე ტაიმში „ბზიკებმა“ მეოთხე ლელოც გაიტანეს, 28:16 მოიგეს და ბონუსი აიღეს. ჟვანიამ მოედანზე 58 წუთი გაატარა. მისი გუნდი 42 ქულით მე-8 ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულა აშორებს მე-5 პოზიციას.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.