ჰალე უპატრონოდ დარჩა

Gerry Weber-მა  120 მაღაზია დახურა

ტურში, ერთ-ერთი პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი მთავარი სპონსორის გარეშე დარჩა. გერმანიის ქალაქ ჰალეში ივნისის თვეში საჩოგბურთო ვარსკვლავები ჩასვლას ნამდვილად არ თაკილობენ. ის კი არა, აღნიშნული შეჯიბრი როჯერ ფედერერისთვის უსაყვარლესი ტურნირია. თავად განსაჯეთ - იქ მას ცხრაჯერ უჩემპიონია, ხოლო შარშან ფინალი ბორნა ჩორიჩთან დათმო.

 

წლეულს კი ჰალეს ტურნირი უპატრონოდ დარჩა. მთავარ სპონსორს - კომპანია Gerry Weber-ს ტურნირის დაფინანსებაზე იძულებით უარის თქმა მოუხდა, რადგან ლიკვიდაციის პროცესშია და რამდენიმე დღის წინ 120 მაღაზიის დახურვის შესახებ გამოაცხადა. ვინც არ იცის ვეტყვით, რომ Gerry Weber-ი ტანსაცმლის მწარმოებელი მსხვილი კომპანია გახლდათ.

 

Gerry Weber-ს ჰალეს ტურნირის სპონსორობა ყოველწლიურად 4,7 მილიონი დოლარი უჯდებოდა. ტურნირის დირექტორმა რალფ ვებერმა სინანულით აღნიშნა, რომ შეჯიბრს ახალი სპონსორის ძებნა მოუწევს და იმედოვნებს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.