დინამო და კარაველა: მოგებები ბენფიკასთან, ატლეტიკოსთან

უფრო ახალგაზრდა თაობისთვის, თორემ სტაჟიანებმა იციან. მათთვისაც სასიამოვნო გასახსენებელი იქნება: 1973 წელს თბილისის დინამომ ესპანეთის ქალაქ უელვაში ოთხთა ტურნირი მოიგო და თასი ჩაიხუტა.

ტროფეო კოლომბინო, სხვაგვარად კი კარაველას თასი. ტურნირი ყოველწლიურად ტარდება 1965 წლიდან. განსაკუთრებული პრესტიჟით არ გამოირჩევა, მაგრამ იმ წელს მართლაც მაგარი ოთხეული შეიკრიბა: ატლეტიკო და ბენფიკა გასაგებია, დერბი ქაუნთი კი წინა წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა.

 

დერბი ქაუნთი, რომელსაც ლეგენდარული ბრაიან კლაფი წვრთნიდა. კლაფმა შემდგომში ზედიზედ ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი ნოტინგემ ფორესტს...

 

ნახევარფინალში დინამოელებმა პენალტების სერიაში სძლიეს ატლეტიკოს. მეკარე დავით გოგიამ ორი პენალტი მოიგერია... ფინალში ბენფიკასთან (3:1) კი ვლადიმერ გუცაევმა დუბლი მიითვალა, მანამდე კი დავით ყიფიანმა გაიტანა. ასე წამოიღო დინამომ კოლუმბის კარაველა და თანხაც მოიგო: ტურნირი კომერციულია.  

 

ნახევარფინალები

 

ბენფიკა–დერბი 2:1

 

გოლები: 1:0 ბაპტისტა (19), 2:0 ბაპტისტა (64) , 2:1 მაკგოვერნი (81)

 

დინამო – ატლეტიკო 0:0 (პენალტებით 3:2) 

 

მესამე ადგილისთვის

 

დერბი–ატლეტიკო 2:1

 

გოლები: 1:0 ოჰეირი (8), 1:1 უფარტე (70), 2:1 ჰინტონი (85)

 

ფინალი

 

დინამო – ბენფიკა 3:1

 

გოლები: 1:0 ყიფიანი (5), 2:0 გუცაევი (21), 2:1 ბაპტისტა (40), 3:1 გუცაევი (88)

 

დინამოს შემადგენლობა: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, ასათიანი, მ.მაჩაიძე, გუცაევი, ყიფიანი, ლ.ნოდია, წერეთელი, მჭედლიშვილი

 

მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე

 

 

დინამომ 1975 წელსაც ითამაშა კარაველას თასზე და ბოლოზე გავიდა. სევილიასთან ნახევარფინალი 0:2, ხოლო რივერ პლეიტთან მესამე ადგილისთვის 1:2 წააგო.

 

რივერ პლეიტის მეკარე უბალდო ფილოლს (მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1978–ში) ზორბეგ ებრალიძემ გაუტანა. რივერს ასევე ჰყავდა დანიელ პასარელა, რომელიც 19 წლისა გახლდათ. დინამო იგებდა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა (2014–ში) ალეხანდრო საბელიამ გაათანაბრა... 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.