პროგნოზი: აიაქსი-იუვენტუსი

პროგნოზი: აიაქსი-იუვენტუსი

პროგნოზი: აიაქსი-იუვენტუსი

დრო: 10 აპრილი, ოთხშაბთი, 23:00 საათი

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

სტადიონი: იოჰან კრუიფის სახელობის არენა (ამსტერდამი)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

ჩემპიონთა ლიგა

იუვენტუსმა H ჯგუფი ლოგიკურად, პირველი ადგილით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ტურინელებს იოლი სატურნირო გზა არ გამოუვიდათ და მათ მანჩესტერ იუნაიტედმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა. გუნდმა 6-დან 4 მატჩი მოიგო, 2 წააგო, 9 გოლი გაიტანა და 6 გაუშვა.

 

მერვედფინალში, იუვენტუსმა ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური დაპირისპირება შემოატრიალა. ატლეტიკოსთან პირველი მატჩის სტუმრად - 0:2 წაგების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიკით ბიანკონერიმ როხიბლანკო - 3:0 დაამარცხა.

 

ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი E ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე გერმანიისა და საბერძნეთის ჩემპიონები, შესაბამისად ბაიერნი და აეკი და ლისაბონის ბენფიკა იყვნენ. ამსტერდამელებმა ჯგუფში გამართულ ყველა შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინეს და არცერთი შეხვედრა წაუგიათ, თუმცა მიუნხენელებთან შედარებით ერთით მეტი ფრე ითამაშეს, საბოლოოდ 12 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. აიაქსმა, რომელიც მაღალი შეტევითი პოტენციალით და გახსნილი ფეხბურთით გამოირჩევა, 11 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

 

არანაკლებ სენსაციური იყო ამსტერდამული კლუბის საპლეიოფო გზა. ჰოლანდიელებს მეტოქედ მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი ერგოთ, რომელმაც აიაქსს პირველი მატჩი, თანაც თავიანთ კედლებში - 2:1 მოუგო. საპასუხო შეხვედრაში, ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ძალიან ლამაზი, შემტევი ფეხბურთი ითამაშა და სამეფო კლუბს 4:1 სძლია.

 

შიდა ჩემპიონატები

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აიაქსი ჰოლანდიის ჩემპიონატს სათავეში მოექცა. ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ერედივიზიონი ბოლოს 2014 წელს მოიგო, მას მერე კი ტიტულის დაბრუნების საუკეთესო შანსი აქვს. პსვ-ს და აიაქსს ამ მომენტისთვის 71 ქულა აქვთ, თუმცა ბურთების შეფარდების უკეთესი მაჩვენებლით დედაქალაქლები ლიდერობენ. აიაქსმა უკვე მოახერხა და 100 გოლი გაიტანა, რაც ევროპაში ყველაზე მეტია, თავად კი 26 გაუშვა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ჰოლანდიურ კლუბს ქვეყნის თასის მოგებაც შეუძლია, რომლის ფინალშიც გასულია და მეტოქედ ტილბურგი ელოდება.

 

იუვენტუსი ზედიზედ მერვე სკუდეტოს მოგებასთან ძალიან ახლოსაა. გუნდს 27 მოგებით და 3 ფრით 84 ქულა აქვს დაგროვილი, ლიდერის პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ ნაპოლის 20-ით უსწრებს. იუვენტუსი ჩემპიონატში ერთადერთხელ დამარცხდა. 

 

სათამაშო ფორმა

აიაქსმა ზედიზედ სამი და ბოლო 10-დან 9 მატჩი მოიგო.

 

საშინაო კედლებში, ამსტერდამელებს ზედიზედ 4 მოგება აქვთ, თანაც ისე, რომ ყველა მათგანში მეტოქეს სულ მცირე 2 გოლი გაუტანეს, ორჯერ კი კარი მშრალად შეინახეს.

 

აიაქსი ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 16 შეხვედრიდან 15-ში არ დამარცხებულა.

 

აიაქსის მიერ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

იუვენტუსმა ყველა ტურნირზე ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო.

 

ბებერ ქალბატონს მეტოქის მოედანზე ბოლო 6-დან 4 შეხვედრა მოგებული აქვს, აქედან ხუთში 2.5-ზე მეტი გოლი არ გასულა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

იუვენტუსი აიაქსის წინააღმდეგ ჩატარებული 7 შევხედრიდან არცერთში დამარცხებულა.

 

ბოლო 6 მატჩიდან 5 იუვენტუსმა მოიგო, ერთხელ კი დამარცხდა.

 

ყველა ჯერზე, როცა ეს გუნდები ევროპული საკლუბო ტურნირების ეგიდით ერთმანეთს შეხვდნენ, შემდეგ ეტაპზე იტალიური კლუბი გავიდა.

 

აიაქსს საშინაო კედლებში ტურინელებთან კარი მშრალად არასდროს შეუნახავს.

 

ბოლო მატჩი 2010 წელს, ევროპის ლიგაში შედგა და უგოლოდ დასრულდა.

 

აიაქსს ბოლო ათ მატჩში საშუალოდ 3.5 გოლი გააქვს.

 

მატჩისწინა კომენტარები

მატიას დე ლიხტი - აიაქსის ცენტრალური მცველი: „4-ნომრიან მაისურას აქამდე აიაქსის ლეგენდარული ფეხბურთელები ფლობდნენ. განსაკუთრებით იან ვერტონგენს გამოვარჩევ, რომელიც ჩემს პოზიციაზე თამაშობდა და გუნდს კაპიტნობდა. ამ მაისურისა და სამკლაურის მორგება ჩემთვის დიდი პატივია. შევეცდები ეს პასუხისმგებლობა გავამართლო და იუვენტუსთან მატჩში მოედანზე ამ მოტივაციით გავიდე“.

 

ფრენკი დე იონგი - აიაქსის საყრდენი ნახევარმცველი: „წინ დიდებული მატჩი გველის. მადრიდის რეალთან მოგების შემდეგ, ჩვენი რეალური ძალა ყველას ვაჩვენეთ, შევეცდები, იუვენტუსის წინააღმდეგ იგივე გავაკეთოთ. ისეთივე მოტივირებულები ვართ, როგორც სხვა ყველა მეოთხედფინალისტი გუნდი. დარწმუნებული ვარ, ყველა დაინახავს, რომ თითოეული სხვა კონკურენტის დონეზე თამაში შეგვიძლია.

 

ფედერიკო ბერნარდესკი იუვენტუსის შემტევი ნახევარმცველი: „აიაქსი ახალგაზრდა ტალანტებით სავსე გუნდია, რომელიც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ისინი ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. მათ აქვთ ყველა ის უნარი, რომელიც მეოთხედფინალისტ გუნდს უნდა ჰქონდეს. ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ არცერთი გუნდი ნებდება. ორივე მატჩში მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს, რათა შემდეგ ეტაპზე მოვხვდეთ. სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარებული მატჩი ყველასთვის გამაოგნებელი იყო, ამის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში არაფრის გამორიცხვა შეიძლება. აქ არ არსებობს წესები, თითოეული მატჩი ბრძოლაა.

 

დანაკლისი

აიაქსი: ვერ ითამაშებენ - ბანდე, მაზრაუი.

 

იუვენტუსი: ვერ ითამაშებენ - ბარძალი, კასერესი, კუადრადო. შესაძლოა ვერ ითამაშონ - ჩანი, კოშტა, პერინი.

 

სავარაუდო შემადგენლობა

აიაქსი: ონანა (მეკარე); ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიხტი, კრისტენსენი (მცველები); შონე, დე იონგი, ვან დე ბეეკი (ნახევარმცველები); ნერეში, ტადიჩი, ზიეჩი (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი (ჰოლანდია).

 

იუვენტუსი: შესნი (მეკარე); კანსელო, ბონუჩი, კიელინი, სანდრო (მცველები); პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი (ნახევარმცველები); ბერნანდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (იტალია).

 

პროგნოზი

აიაქსი ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაღალი შეტევითი პოტენციალის მქონე გუნდია, რომელმაც მადრიდის რეალი ასპარეზობას მერვედფინალიდან გამოთიშა. მიუხედავად ამისა, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ სამჯერ და ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გავიდა. უდიდესი გამოცდილების მქონე ბებერი ქალბატონი დიდი ალბათობით აიაქსთან მატჩს მოიგებს, თუმცა მეტოქე სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს.

 

იუვენტუსი მოიგებს @2.38

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.80

 

სავარაუდო ანგარიში: 1:2 @9.25