დვალი უნგრელების თვალით

ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 

ფერენცვაროშის ქართველმა მცველმა 29–ე წამზე გაუტანა პაკსის, მისმა გუნდმა კი 3:0 მოიგო. ფერენცვაროში 8–ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

 

სხვათა შორის, ტურის სიმბოლურში ფერენცვაროშიდან მხოლოდ დვალი მოხვდა. შეგახსენებთ, ლაშა ამ ზამთარს პოლონური პოგონიდან გადავიდა უნგრეთის ცნობილ კლუბში.