ლივერპულმა პორტუს შანსი დაუტოვა

ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ლივერპულმა პორტუს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

 

მერსისაიდელები თავიდანვე სოლიდურ უპირატესობას დაეუფლნენ და სწრაფი გოლიც გაიტანეს. მეხუთე წუთზე სადიო მანე მარცხნიდან ორ ფეხბურთელს გასცდა, ფირმინოს დაუგორა და ბრაზილიელმა კარგ პოზიციაში მყოფი ნაბი კეიტა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.

 

26-ე წუთზე ბრაზილიელმა უკვე თავად გაიტანა. ჰენდერსონის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ალექსანდრ-არნოლდმა ცარიელ კარში მყოფი ფირმინო მოძებნა და ამ უკანასკნელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

დარჩენილ დროში როგორც მოსალოდნელი იყო უპირატესობას ინგლისელები ფლობდნენ, თუმცა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მერსისაიდელებმა პორტუ 2:0 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 17 აპრილს დრაგაოზე გაიმართება.