ეპოქის დასასრული + [ვიდეო]

დირკ ნოვიცკიმ დალასის რიგებში 21 სეზონი გაატარა და ნბა-ს საჩემპიონო ქამარი ერთხელ მოიგო

ლეგენდარულმა გერმანელმა კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ კარიერა დაასრულა. ეს დალასის და ფენიქსის მატჩის შემდეგ მოხდა. ნოვიცკიმ მიკროფონს ხელი დაავლო და გულშემატკივარს წასვლის შესახებ ამცნო.

 

 

რა თქმა უნდა, დარბაზში მყოფი ქომაგები გერმანელ ცენტრს ოვაციებით და მქუხარე აპლოდისმენტებით დაემშვიდობნენ. ნოვიცკი კი საუბრის დროს ცრემლებს ვერ იკავებდა.

 

დირკ ნოვიცკიმ დალასის რიგებში 21 სეზონი გაატარა და ნბა-ს საჩემპიონო ბეჭედი ერთხელ მოიგო.