პროგნოზი: მანჩესტერი-ბარსელონა

პროგნოზი: მანჩესტერი-ბარსელონა

მანჩესტერი-ბარსელონა

დრო: 10 აპრილი, ოთხშაბათი, 23:00 საათი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

სტადიონი: ოლდ ტრაფორდი (მანჩესტერი, ინგლისი)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგა

ბარსელონამ B ჯგუფი 4 მოგებით, 2 ფრით და შესაბამისად დაგროვილი 14 ქულით დაასრულა. გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა და ისეთ მეტოქეებს აჯობა, როგორებიც ტოტენჰემი, ინტერი და პსვ არიან. კატალონიელებმა 14 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში 5 მიიღეს.

 

მერვედფინალში, ბარსელონას მეტოქე ლიონი იყო, რომელთანაც პირველი მატჩი სტუმრად გამართა და უგოლოდ დაასრულა. საპასუხო შეხვედრაში, ბარსელონამ მეტოქე - 5:1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 

მანჩესტერ იუნაიტედმა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. H ჯგუფის გამარჯვებული ტურინის იუვენტუსი გახდა, რომელმაც 12 ქულა დააგროვა და წითელ ეშმაკებს ორით გაუსწრო. ინგლისელებმა, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, 7 გოლი გაიტანეს, 4 გაუშვეს, 3 მატჩი მოიგეს და 2 შეხვედრა დათმეს. 

 

პლეიოფში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის შემოქმედი სწორედ მანჩესტერ იუნაიტედი გახლდათ. ამ გუნდმა პსჟ-სთან პირველი მატჩი (0:2) წააგო, განმეორებით შეხვედრაში კი მეტოქეს 3 გოლი გაუტანა, 1 გაუშვა და მეოთხედფინალის საგზური დაისაკუთრა.

 

შიდა ჩემპიონატები

ბარსელონას საშინაო ასპარეზზე თითქმის ყველაფერი განაღდებული აქვს. კატალონიელები ლა ლიგაში 73 ქულით ლიდერობენ, უახლოეს მდევარ მადრიდის ატლეტიკოს კი 11-ით უსწრებენ. თანაც, ბლაუგრანას ყველა უშუალო კონკურენტთან უკვე ნათამაშები აქვს. გარდა ამისა, ბარსა კოპა დელ რეის ფინალშიც გავიდა, სადაც მეტოქედ ვალენსია ელოდება და დიდი ალბათობით ტიტულს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლება. ბარსელონა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გუნდია. ერნესტო ვალვერსეს შეგირდებმა ესპანეთის ჩემპიონატში 81 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 31 მიიღეს.

 

მანჩესტერ იუნაიტედს ორ ფრონტზე ბრძოლა პარალელურად უწევს. წითელი ეშმაკები ინგლისში ორივე თასიდან გამოვარდნენ, თუმცა პრემიერლიგაში ოთხეულში შესასვლელად იბრძვიან. მანკუნიანელებს 61 ქულა აქვთ, მეექვსე ადგილს იკავებენ და მეოთხეზე მყოფ ტოტენჰემს სამი ქულით ჩამორჩებიან. ბურთების შეფარდება 61:43.

 

სათამაშო ფორმა

ოლე გუნარ სულშერის ხელში პირველად მოხდა, რომ იუნაიტედმა ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო, თანაც ყველა მათგანში სულ მცირე 2 გოლი გაუშვა.

 

ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩიდან 6-ში, მანჩესტერმა კარი მშრალად ვერ შეინახა.

 

ყველა ტურნირზე მანჩესტერის ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში, სულ მცირე 3 გოლი გავიდა.

 

ოლდ ტრაფორდზე მასპინძლებმა ბოლო 13 მატჩიდან ერთადერთი წააგეს, ზედიზედ ორი კი მოიგეს.

 

საშინაო კედლებში, მანჩესტერმა ბოლო 11 მატჩიდან 9-ში, მეტოქეთა კარი ორჯერ მაინც აიღო.

 

ბარსელონას ყველა ტურნირზე 16-მატჩიანი წაუგებელი სერია და აქედან 10 მოგება აქვს.

 

კატალონიელებმა ბოლო 9 თამაშიდან 8-ში სულ მცირე 2 გოლი გაიტანეს.

 

ბარსელონას მეტოქის მოედანზე 8 შეხვედრაა არ წაუგია.

 

სტუმრად, კატალონიელებმა მეტოქეებს ბოლო 5 მატჩიდან 4-ში სულ მცირე 3 გოლი გაუტანეს.

 

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო რვა მატჩში დაუმარცხებელია.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 4 მატჩი ბარსელონამ მოიგო, 3-ჯერ კი მანჩესტერმა იმარჯვა.

 

მანჩესტერმა ბარსელონას სამჯერ უმასპინძლა და არცერთხელ დამარცხებულა.

 

ბოლო 7 შეხვედრიდან ფრედ არცერთი დასრულებულა.

 

ეს გუნდები ერთმანეთს 2009 და 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში დაუპირისპირდნენ და ორივე ჯერზე ბარსელონამ იმარჯვა.

 

დანაკლისი

მანჩესტერი: ვერ ითამაშებენ - დარმიანი, სანჩესი, ვალენსია. შესაძლოა ვერ ითამაშონ - ბაილი, ერერა.

 

ბარსელონა: ვერ ითამაშებენ - რაფინია, ვერმაელენი. შესაძლოა ვერ ითამაშონ -  დემბელე.

 

სავარაუდო შემადგენლობა

მანჩესტერი: დე ხეა (მეკარე); შოუ, ლინდელოფი, სმოლინგი, იანგი (მცველები); პოგბა, მაკტომინეი (ნახევარმცველები); რაშფორდი, ლინგარდი, დალოტი, (შემტევი ნახევარმცველები); ლუკაკუ (თავდამსხმელი). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი (ნორვეგია).

 

ბარსელონა: ტერ შტეგენი (მეკარე); რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა (მცველები); რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი (ნახევარმცველები); მესი, სუარესი, კოუტინიო (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანეთი).

 

პროგნოზი

ბარსელონა ბოლო პერიოდში ძალიან კარგად გამოიყურება. გუნდის ლიდერი ლიონელ მესი კი შესანიშნავ ფორმაშია. ბარსამ ამ სეზონში, ყველა ტურნირზე 47 მატჩიდან მხოლოდ 5 წააგო. კატალონიელთა კაპიტანმა ამ სეზონში 43 გოლი გაიტანა, 21 საგოლე გადაცემა მოაგროვა და ოქროს ბუცის მოგების მთავარი კანდიდატია.

 

რაც შეეხება მანჩესტერს, სულშერის გუნდს ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, პრემიერლიგაში ოთხეულში შესვლისთვის სერიოზული ბრძოლა ელის.

 

დიდი ალბათობით, კატალონიელები ამ მატჩს მოიგებენ, თანაც ისე, რომ გოლს არ გაუშვებენ.

 

ბარსელონა მოიგებს @2.02

ბარსელონა გოლს არ გაუშვებს @2.35

 

სავარაუდო ანგარიში: 0:2 @9.75




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.