ალმაგრომ ასე დაასრულა + [ვიდეო]

ესპანელმა ჩოგბურთელმა ჩოგანი გვერდზე გადადო

ამას წინათ გამცნეთ, რომ ნიკოლას ალმაგრო კარიერის დასრულებას აპირებდა. 33 წლის ჩოგბურთელმა თავისი ბოლო მატჩი მშობლიურ ქალაქში, მურსიის ჩელენჯერზე ითამაშა და ქომაგებსაც ლამაზად დაემშვიდობა.

 

 

ესპანელმა ჩოგბურთელმა ტურნირის სტარტზევე მარიო ვილელესთან 2:6, 2:6 წააგო. ბოლო გათამაშების დროს კი მან ბურთი ტრიბუნებისკენ სპეციალურად გაუშვა და ჩოგანიც გვერდზე გადადო.

 

ნიკოლას ალმაგროს კარიერის მანძილზე 13 ტურნირი აქვს მოგებული, ხოლო ერთი ხანობა ის მსოფლიოს მეცხრე ჩოგანიც იყო.