როგორ შევაჩეროთ მესი? ჰკითხეთ ფერგიუსონს

მანჩესტერის ლეგენდარულ მწვრთნელს არგენტინელის შეჩერების გეგმა აქვს

როგორ შევაჩეროთ ლიონელ მესი? ეს არის კითხვა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს, თუმცა მასზე პასუხის მოძებნა ერთეულებმა შეძლეს. ბოლო ათწლეულში, მხოლოდ რამდენიმე მცველმა ან გუნდმა მოახერხა არგენტინელი ჯადოქრის განეიტრალება, ისიც ერთ კონკრეტულ მატჩში. მიუხედავად ამისა, ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი გვარწმუნებს, რომ მას აქვს გეგმა, თუ როგორ შეაჩეროს არგენტინელი სუპერვარსკვლავი.

 

2013 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი წერს: „თქვენ გჭირდებათ მცველი, რომელიც მესისგან მარჯვენა მხარეს დადგება და მხოლოდ მის შეჩერებაზე გააკეთებს აქცენტს. ის არ უნდა ზრუნავდეს იმაზე, თუ რა ხდება უკან. ამ შემთხვევაში მესი ერთ მხარეს აღმოჩნდება და უფრო ნაკლები საფრთხის მომტანი გახდება, ვიდრე მოედნის ცენტრიდან.

 

განხილვის შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხარი: „ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ რომ შევხვდეთ, ჯონს და სმოლინგს ან სმოლინგს და ევანსს მესისგან მარჯვნივ გავამწესებდი“.

 

დიდი ალბათობით, ოლე გუნარ სულშერი ლეგენდარულ შოტლანდიელს რჩევას დაეკითხებოდა და ბარსელონას წინააღმდეგ გასამართ მატჩში, ალბათ ფერგის გეგმასაც გამოიყენებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.