პრემიერლიგის ყველა გუნდის უძვირფასესი ფეხბურთელი 

ინგლისის ჩემპიონატის თითოეული კლუბის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე 

საფეხბურთო სტატისტიკური მონაცემების მწარმოებელმა კომპანია CIES-მა, პრემიერლიგის თითოეული გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია შეადგინა.

 

ინგლისის ჩემპიონატში, ამ დროისთვის ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასის მქონე ფეხბურთელი ტოტენჰემის თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისის ნაკრების კაპიტნის ფასი 199 მილიონ ევროს უდრის, მეორე ადგილს 187 მილიონით რაჰიმ სტერლინგი იკავებს, სამეულს კი მოჰამედ სალაჰი 186 მილიონით ასრულებს.

 

ოცეული ასე გამოიყურება

 

1. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 199 მილიონი ევრო

 

2. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 187 მილიონი ევრო

 

3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 186 მილიონი ევრო

 

4. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) – 186 მილიონი ევრო

 

5. ედენ აზარი (ჩელსი) – 122 მილიონი ევრო

 

6. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი) – 84 მილიონი ევრო

 

7. რიჩარლისონი (ევერტონი) – 82 მილიონი ევრო

 

8. დეკლან რაისი (ვესტ ჰემი) – 70 მილიონი ევრო

 

9. იური ტიელმანსი (ლესტერ სიტი) – 60 მილიონი ევრო

 

10. ალექსანდერ მიტროვიჩი (ფულემი) – 50 მილიონი ევრო

 

11. რუბენ ნევეში (ვულვზი) – 46 მილიონი ევრო

 

12. ნათან აკე (ბორნმუთი) - 41 მილიონი ევრო

 

13. ვილფრიდ ზაჰა (კრისტალ პალასი) - 38  მილიონი ევრო

 

14. ნათან რედმონდი (საუთჰემპტონი) – 40 მილიონი ევრო

 

15. ჯერარდ დეულოფეუ (უოტფორდი) – 37 მილიონი ევრო

 

16. ჯეიმს ტარკოვსკი (ბარნლი) – 24 მილიონი ევრო

 

17. შონ დიუფი (ბრაიტონი) – 21 მილიონი ევრო

 

18. ჯამაალ ლასკელსი (ნიუკასლი) – 19  მილიონი ევრო

 

19. ტერენსი კონგოლო (ჰადერსფილდი) – 17  მილიონი ევრო

 

20. ჯოშ მერფი (კარდიფ სიტი) – 14 მილიონი ევრო