რაშფორდი მორევში გადაეშვა

სხვა არაფერი ახსოვდა, გარდა მისი ალერსის...

ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის წაგებული მატჩის შემდეგ ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერის თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი პოპულარული რეალითი-შოუს სიყვარულის კუნძულის ვარსკვლავ ელი ბრაუნთან სასიყვარულო ურთიერთობაში შენიშნეს.

 

 

დახურული კლუბის - Chinawhite - თანამშრომელმა ამბავი გამოიტანა, რომ ელი მთელი საღამოს განვალობაში რაშფორდის კალთაში ნებივრობდა და ბარსელონასთან დაღლილ-მისავათებულ ფეხბურთელს ალერსს არ აკლებდა. 

 

სექს-ბომბა ელის ცოტა ხნის წინ მკერდი გაუდიდებია და ახლა ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, მშვიდად ცქერა გაგიჭირდებათ. 

 

რაშფორდი და ბრაუნი შამპანურს, არაყსა და სხვადასხვა ტკბილეულს მიირთმევდნენ, ჯამში კი 5 ათას გირვანქამდე გადაუხდიათ.

 

 

წყარო ჰყვება, რომ ელი ბრაუნი საკმაოზე მეტად იყო ნასვამი და ნაბიჯის სწორად გადადგმა უჭირდა. ტუალეტიდან დაბრუნების შემდეგ კი მაგიდას ისე დაეჯახა, კინაღამ ცხვირ-პირი დაიზიანა.