მეოთხედფინალის ყველაზე ძვირდაღირებული გუნდი

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდის უძვირფასესი ფეხბურთელები

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩები დასრულდა. განმეორებითი შეხვედრების წინ გარკვეული თითქმის არაფერია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი თითოეულ გუნდს აქვს.

 

ვიდრე საპასუხო მატჩები შედგება, შეგვიძლია მეოთხედფინალში მონაწილე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებისგან სიმბოლური გუნდი შევადგინოთ.

 

განლაგება: 4-3-3

 

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა/80 მილიონი ევრო)

 

მარცხენა მცველი: ჟორდი ალბა (ბარსელონა/70 მილიონი ევრო)

 

ცენტრალური მცველები: მატიას დე ლიხტი (აიაქსი/70 მილიონი ევრო), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული/75 მილიონი ევრო)

 

მარჯვენა მცველი: ჟოაო კანსელო (იუვენტუსი/55 მილიონი ევრო)

 

ცენტრალური ნახევარმცველები: პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი/90 მილიონი ევრო), ფრენკი დე იონგი (აიაქსი/75 მილიონი ევრო)

 

შემტევი ნახევარმცველი: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი/150 მილიონი ევრო)

 

მარჯვენა თავდამსხმელი: ლიონელ მესი (ბარსელონა/160 მილიონი ევრო)

 

მარცხენა თავდამსხმელი: უსმან დემბელე  (ბარსელონა/120 მილიონი ევრო)

 

ცენტრალური თავდამსხმელი: ჰარი კეინი (ტოტენჰემი/150 მილიონი ევრო)

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.