მოურინიო: აიაქსს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

„განსაკუთრებული“ ამსტერდამული გუნდის შანსებს აფასებს

მანჩესტერის, ჩელსის, რეალის, ინტერის და პორტუს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, აიაქსის და იუვენტუსის დაპირისპირება შეაფასა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდების შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები განიხილა.

 

"არსებობენ გუნდები, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ, მით უფრო თუ მათ მდიდარი ისტორია აქვთ. ბაიერნის, ბარსელონას და ყველა ინგლისური კლუბისგან მუდმივად ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოელიან, აიაქსს კი მათ რიგებში არ განიხილავენ. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიურ კლუბს ტიტულის მოგება შეუძლია.

 

მათ იუვენტუსთან წნეხისა და შიშის გარეშე ითამაშეს და ეცადნენ წარმოეჩინათ ის, რისი გაკეთებაც საუკეთესოდ შეეძლოთ. 2 წლის წინ, ეს მე თავად გამოვცადე. მაშინ გვეჩვენებოდა, რომ აიაქსი გულუბრყვილო გუნდი იყო, თუმცა მას შემდეგ, ბევრმა ფეხბურთელმა საკუთარი შესაძლებლობები საგრძნობლად გააუმჯობესა. ამჟამად აიაქსში რამდენიმე ტოპ კლასის ფეხბურთელია“,-თქვა "განსაკუთრებულმა".

 

ჩემპიონთა ლიგაში, აიაქსისა და იუვენტუსის პირველი მატჩი იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე შედგა და ფრედ - 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ტურინში, 18 აპრილს შედგება.